““ერთადერთი ვინც ანთხევს ბოღმას და ზიზღს ეს არის ხელისუფლება, არაკაცების ხელისუფლება, დიახ არაკაცებისაა ხელისუფლება, როდესაც ისინი 35 დღის განმავლობაში 35 დღის მოშიმშილე ქვეყნის მესამე პრეზიდენტს დასცინიან. არაკაცობაა, როდესაც შენ შეგიძლია შეჯიბრი გამართო ხელისუფლებაში ვინ უფრო მწვავედ გააკრიტიკებს და დასცინებს ქვეყნის მესამე პრეზიდენტს. ბიძინა ივანიშვილით დაწყებული, მის ქვემოთ ღარიბაშვილი, კობახიძე კალაძე და სხვები არიან ჩვეულებრივი მკვლელები, რომლებიც ხელებს იფშვნეტენ, როდის მოკვდება და მოკლავენ მიხეილ სააკაშვილს […]
ხვალ ჩვენ ძალიან ბევრნი უნდა შევიკრიბოთ, რუსთავში, რუსთავის ციხესთან 5 საათზე, ძალიან ბევრნი, ეს აქცია იქნება პერმანენტული და მზარდი. დრო და დრო ჩვენ შემოგვიერთდებიან ყველა ჩვენი პატრიოტი თანამოქალაქე ყველა ქალაქიდან, ყველა რეგიონიდან და ყველა სოფლიდან. იქ ვიდგებით მანამ, სანამ მიხეილ სააკაშვილს არ გადაიყვანენ სამოქალაქო სამედიცინო დაწესებულებაში. დამატებით გეგმის კომპონენტებზე დამატებით გაცნობებთ, ვინაიდან წინასწარ არ გვაქვს სურვილი ბიძინა ივანიშვილის დამნაშავე ხელისუფლებას ცხოვრება გავუადვილოთ. ხვალ 5 საათზე ვიკრიბებით რუსთავში და არ ვიშლებით. ეს ყველაფერი [მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანა] უნდა გაკეთდეს, მანამ სანამ მიხეილ სააკაშვილი კოლაფსში ჩავარდება. “