ქართველი ექიმი ზურაბ გურული მესამე პრეზიდენტის მიმართ გამოჩენილ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ტერორზე საუბრობს და წერს რომ მიხეილ სააკაშვილის ფსიქოლოგიური წამება მიმდინარეობს:
”საქართველოში არ არსებობს არც ფსიქოლოგთა, არც ფსიქიატრთა პროფესიული ასოციაცია? და თუ არსებობს, პროფესიული უხერხულობის შეგრძნება მაინც არა გაქვთ, რომ მთავრობას თუ საპროტესტო არა, სარეკომენდაციო წერილით მაინც მიმართოთ? თუ აცნობიერებთ მაინც, რას აყურებინებენ მთელ ქვეყანას, სამ მილიონზე მეტ ადამიანს პირდაპირ ეთერში? საჯაროდ, ყველას თვალწინ მიმდინარეობს უმწეო, შიმშილობისაგან დაუძლურებული ადამიანის ფსიქოლოგიური წამება. და არა მარტო მისი, ყველა იმ მოქალაქის, რომელიც ამ პატიმართან სიმბოლურად აკავშირებს საკუთარ ღირსებასა და რწმენას. რას აკეთებთ? როგორ შეგიძლიათ ასეთ დროს დუმილი? რა სინდისით ჩაბრძანდებით საერთაშორისო კონფერენციებზე კოლეგებთან შესახვედრად და სასაუბროდ? გეშინიათ? სიკვდილზე უფრო საშიში რამეც არსებობს, პატივცემულო კოლეგებო და სიკვდილამდე სიკვდილი ჰქვია მაგას.”- წერს გურული.