აუარება ხალხში ერთი კაცი იწვევდა ყველას მძაფრ ინტერესს – ახოვანი, ტანმაღალი, მხარბეჭიანი ძვირფას ჩაოხა-ახალუხში გამოწყობილი, ძვირფასი მასრებითა და ქამარ-ხანჯლით დამშვენებული… მაგრამ ფეხშიშველა. როცა ეტლი მას გაუსწორდა მან ქუდი მოიხადა და ეტლს მიეჭრა – იცოცხლეთ და იდღეგრძელეთ დიდხანსო! შესძახა აკაკის. პოეტი გაშტერებული უყურებდა მას და შეეკითხა –ფეხებში ოფლი ხო მარ იცით, რომ ფეხშიშველი იმყოფებით?
-არა, ბატონო, ეს ასე გამოვედი თქვენს შესახვედრად ჩვეულების თანახმად. მე გურული ვარ – განაგრძო კაცმა – გურიაში კი მოხუცებულებისაგან გამიგია, რომ ძველად ყოფილა ჩვეულება, რომ როცა მეფე ესტუმრებოდა, ყველა მოირთვებოდა და ფეხშიშველი გამოვიდოდა მეფის შესახვედრად დიდი პატივისცემის ნიშნად.
-კი მარა მე ხომ მეფე არა ვარ!
– რას ბრძანებთ თქვენ მეფეზე უკეთესი ხართ. თქვენ ხართ ჩვენი ნუგეში, თქვენ ხართ ჩვენი იმედი, რომელიც მოევლინა ჩვენს მრავალტანჯულ სამშობლოს თქვენი წინასწარმეტყველობით… ჩვენ ვსულდგმულობთ უკეთესი მოსალოდნელით.
აკაკიმ მადლობა გადაუხადა ქათინაურებისათვის და უთხრა – მე ის არა ვარ ვინცა თქვენ გგონივართ. სულით და გულით გისურვებთ მალე მოგევლინოთ ის ვინც თქვენ გინდათ… და გამოემშვიდობა გურულს, რომელიც აღმოჩნდა ვინმე ირაკლი რამიშვილი.