ცენტრ “ემპათიას” ხელმძღვანელი მარიამ ჯიშკარიანი მესამე პრეზიდენტის მოსანახულებლად გორის ჰოსპიტალში იყო მისული. სააკაშვილის მდგომარეობის შეფასების შემდეგ მან ჟურნალისტებთან გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ მდგომარეობა ხელს არ შეუშლის, სასამართლოს პროცესს დაესწროს:
“სასამართლო პროცესზე წასვლას ჯანმრთელობის მდგომარეობა ხელს არ შეუშლის, ჩვენი მოსაზრებით. პაციენტი, რა თქმა უნდა, საჭიროებს მკურნალობას და რეაბილიტაციას, ჩვენ მკურნალობის თაობაზე კიდევ შევჯერდებით, ჩვენი რეკომენდაციები გვაქვს გამოკვლევასთან და მკურნალობასთან დაკავშირებით, თუმცა ეს მდგომარეობა მას ხელს არ შეუშლის სასამართლო პროცესზე წასვლაში”, – თქვა მარიამ ჯიშკარიანმა.