,, ოცნება გადამგდები და მატყუარაა, ,, ხელისუფლება აღარიბებს’’ – ოზურგეთში, ადმინისტრაციული შენობის წინ დღეს ,, ნაციონალური მოძრაობის ‘’ წევრებმა აქცია გამართეს.
ოპოზიციის წარმომადგენლებმა და მხარდამჭერებმა გაზრდილი გადასახადები და მომატებული ფასები გააპროტესტეს. აქციაზე გამომსვლელები ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ კრიზისზე და ხალხის გაღარიბებულ ყოფაზე ამახვილებდნენ ყურადღებას.
,,ნაციონალური მოძრაობის’’ რაიონული ლიდერების თქმით, იმ ფონზე , როცა მოსახლეობას უჭირს, ვერ ყიდულობს საკვებს, მედიკამენტს, ვერ იხდის კომუნალურ გადასახადს, პრემიერი მეუღლეს ტყეს ჩუქნის.
აქციის მონაწილეების თქმით, არსებული სიტუაცია მხოლოდ ხელისუფლების ცვლილებით შეიცვლება. საპროტესტო აქციის მიმდინარეობისას ,,ნაციონალური მოძრაობის’’ წევრებს ,, ქართული ოცნების’’ მხარდამჭერები და მმართველი პარტიის საკრებულოს დეპუტატები სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. ,,ნაციონალური მოძრაობის ‘’ წევრებმა საპროტესტო პლაკატები ადმინისტრაციული შენობის წინ დატოვეს. დღეს, საპროტესტო აქცია ერთდროულად ოზურგეთში, სამტრედიასა და კასპსში გაიმართა.