“„ნაციონალური მოძრაობის“ გამო კანონს ვერ შევცვლით…ჩამოყალიბდნენ, რა უნდათ ბოლოს და ბოლოს”-ზარქუა

ახლა რომ გაეღვიძა „ნაციონალურ მოძრაობას“ და მოგვიწოდებენ, სიები აღადგინეთო, მათ გამო კანონს ვერ შევცვლით, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

მისი თქმით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საკუთარ შეცდომაზე პასუხისმგებლობა თავად უნდა აიღოს.

„რადიკალური ოპოზიცია ვერ ჩამოყალიბდა, ჯერ შემოდიოდნენ, მერე უარი თქვეს, სიები ჩახსნეს, შალ მირშელის დოკუმენტზე ხელს არ მოვაწერთო, მერე მოაწერეს და შემოვიდნენ, ახლა იხვეწებიან სიები აღგვიდგინეთ, პარლამენტში გვინდაო.

ჩამოყალიბდნენ, რა უნდათ ბოლოს და ბოლოს. პასუხისმგებლობა აიღონ იმ შეცდომაზე, რაც დაუშვეს. ახლა რომ გაეღვიძა „ნაციონალურ მოძრაობას“ და სიები აღადგინეთო, მოგვიწოდებენ, მათ გამო ჩვენ კანონს ვერ შევცვლით. ეს თავიანთი პრობლემაა, თავიანთი დაუგეგმავი და გაუგებარი არათანმიმდევრული პოლიტიკის შედეგია,“ – განაცხადა ზარქუამ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share