პროტესტი მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობას – აქციები რეგიონებში

გაღარიბებული და უმუშევარი მოსახლეობა ეკონომიკურ კრიზისს სულ უფრო ხშირად და ხმამაღლა აპროტესტებს.

​კასპში, სამტრედიასა და ოზურგეთში, დღეს ხალხი ქუჩაში კომუნალურმა ტარიფებმა გამოიყვანა. “ქართული ოცნების” ხელისუფლებით უკმაყოფილო მოქალაქეები 10 წლის წინ ბიძინა ივანიშვილის მიერ გაცემულ დაპირებებს ახლაც იხსენებენ, მაგრამ მათ ასრულებას უკვე აღარ მოელიან.

ხელისუფლება კი, ეკონომიკურ კრიზისთან ერთად სამოქალაქო დაპირისპირებასაც აღრმავებს და აქციაზე შეკრებილებს საკუთარ მხარდამჭერებს უპირისპირებს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share