უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება მსოფლიოს მოუწოდებს, ძლიერი დარტყმა მიაყენოს რუსეთის ეკონომიკას უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ აგრესიის გამო.
”მსოფლიომ უნდა უპასუხოს მთელი თავისი ეკონომიკური ძალით, რათა დაისაჯოს რუსეთი იმ დანაშაულებისთვის, რაც მან უკვე ჩაიდინა და რომლის ჩადენასაც გეგმავს. დაარტყით რუსეთის ეკონომიკას ახლავე და დაარტყით მას ძლიერად,“- აღნიშნა კულებამ აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან, ენტონი ბლინკენთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.
რუსეთის მიერ უკრაინის ორი რეგიონის ე.წ. „დამოუკიდებლობის“ აღიარების თემაზე საუბრისას კულებამ ხაზი გაუსვა, რომ მისი ქვეყანა „არასოდეს აღიარებს ამ აბსურდს“.
მისი თქმით, ის, რაც პუტინმა „აღიარა, არის მისი პირდაპირი პასუხისმგებლობა უკრაინის წინააღმდეგ ომზე და არაპროვოცირებულ და გაუმართლებელ ომზე ევროპის სხვა სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ.“
„პუტინი ბოლო ქმედებებით თავს ესხმის მსოფლიო წესრიგს,“- აღნიშნა კულებამ.