ვოლოდიმირ ზელენსკი მედიასთან ინტერვიუში კიდე ერთხელ გამოხატავს პუტინთან მოლაპარაკების მზაობას და მოუწოდებს მას დაჯდეს მოლაპარაკების მაგიდასთან:
„რა გინდა ჩვენგან? წადი ჩვენი მიწიდან! თუ ეხლა წასვლა არ გინდა, ჩემთან მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯექი. მე თავისუფალი ვარ. დაჯექი ჩემთან, ოღონდ არა ოცდაათ მეტრში როგორც მაკრონთან, შოლცთან და ასე შემდეგ. მე ხომ მეზობელი ვარ, არ არის საჭირო ოცდაათ მეტრზე მამყოფო, მე არ ვიკბინები, ნორმალური კაცი ვარ! დაჯექი ჩემთან, დამელაპარაკე. რისი გეშინია?! ჩვენ არავის ვემუქრებით. ჩვენ არ ვართ ტერორისტები, არ ვიტაცებთ ბანკებს და არ ვიტაცებთ სხვის მიწებს” – ამბობს ზელენსკი.
უკრაინის პრეზიდენტი ამ დროისათვის ინტერვიუს უცხოური მედიის წარმომადგენლებს აძლევს.