„გადაითვალეთ, რამდენი ხართ ასეთი“ – ვის მიმართავს ირინა სარიშვილი?

ეროვნულ დემოკრატიული პარტიის ყოფილი ლიდერი ირინა სარიშვილი სოციალურ ქსელში წერს:

„ვინც ვერ (არ) ხვდება რა მნიშვნელობა აქვს 2008 წლის და უკრაინაში დღეს მიმდინარე ომის ერთ მთლიანობად აღიარებას;
ვინც უკრაინით აღფრთოვანებული საკუთარ ქვეყანას ადანაშაულებს 2008 წელს;
ვინც არხეინად იძენს რუსულ პროდუქციას, იძახებს იანდექსს ან მაქსიმს და მერე მოთქვამს რუსეთის მიერ უკრაინაში დაბომბილ სამშობიაროზე იმ ტექნიკით, რომლის შეძენაშიც თავისი მოკრძალებული წვლილი შეაქვს….
ვინც, შედარებით შეძლებული, ტონობით ყიდულობს ხელმოკლე ადამიანთათვის განკუთვნილ იაფ პროდუქციას და მერე უკრაინელების დასახმარებლად იქაჩება;
კიდევ ბევრი რამის ჩამოთვლა შეიძლება – ბინების გაქირავება-გაყიდვა, სასტუმროები და ა. შ.
მოკლედ ეგებ ყველა ასეთი კიდევ ერთხელ დაფიქრდეს და რამეს მიხვდეს და თუ მაინც იგივეს გააგრძელებს, ან უსაშველოდ ჩლუნგია ან მავნებელი.
ჰოდა გადაითვალეთ, რამდენი ხართ ასეთი და თუ აღმოჩნდება რომ მეტი ხართ, თუ ასე აღმოჩნდება……… ხეები და მდინარეები ყველგან არის – მთავარი ხალხია“ – წერს სარიშვილი.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share