“ყველანი აუცილებლად მიდით მათე ფუტკარაძის მხარდასაჭერად… არ დავანებოთ მთავრობას ამ არჩევნების მოპარვა” – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსთავის სასჯელაღსრულების მე-12 დაწესებულებიდან გავრცელებულ მიმართვაში წერს და ბათუმის მე-4 ოლქის მოსახლეობას მიმართავს, სადაც ხვალ შუალედური არჩევნები გაიმართება:
ჩემო საყვარელო ბათუმელო დებო და ძმებო,
ყველანი აუცილებლად მიდით მათე ფუტკარაძის მხარდასაჭერად. მჯერა, რომ როგორც თქვენი არჩეული მამამისი არ გატყდა და არ გაიყიდა, თქვენც მაგრად დადგებით!
მთავრობა არჩევნების გასაყალბებლად ემზადება და ჩვენ, ჩვენი არჩევანის დაცვისთვის მზად უნდა ვიყოთ. არ დავანებოთ მათ ამ არჩევნების მოპარვა.
ხვალ ყველანი დავირაზმოთ, ხვალის შემდეგ კი ვიბრძოლოთ მანამ, სანამ არ დადასტურდება ჩვენი საერთო გამარჯვება. ხმის მიცემის შემდეგ, საღამოს საარჩევნო უბნებთან მივიდეთ, მზად ვიყოთ ქუჩაში გამოსასვლელად და თქვენს ხმას აუცილებლად გაიგონებს საქართველოც და მსოფლიოც! თავი არც ამჯერად დავაჩაგვრინოთ!, – წერს მიხეილ სააკაშვილი.