მესამე პრეზიდენტის დედა, გიული ალასანია ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ გაუარესებულია, რადგან ისევ არ აქვს სრულფასოვანი სამედიცინო დახმარების მიღების საშუალება:
“არის ადამიანი მნიშვნელოვნად გაუარესებული ჯანმრთელობით, მას არ აძლევენ საშუალებას, რომ გაიაროს მკურნალობა, ჩაიტაროს მკურნალობა, რომელიც გადაუდებლივ სჭირდება. სამარცხვინოა არა მარტო ხელისუფლებისთვის, მთელი ჩვენი ქვეყნისთვის სამარცხვინოა, რომ პუტინის მთავარი მტერი ზის დღეს ციხეში. მაშინ, როდესაც ეს პუტინი აცხადებს პრეტენზიას ნახევარ საქართველოზე და შიდა ქართლის წაღება უნდა ამასობაში, ამასაც უყურებთ, ხომ? ამის მოწმეც გავხდით”- ამბობს გიული ალასანია.