ცნობილი ტელეჟურნალისტი, ფოტორეპორტიორი დიმიტრი კომაროვი, რომელიც ბუჩასა და ირპენში ერთ–ერთი პირველი შევიდა პოლიციის მანქანებთან ერთად, მსოფლიოს პირადად გადაღებულ ფოტოებს უზიარებს.
ის ადგილობრივებისგან მიღებულ ინფორმაციაზე წერს:
“რუსები კიევის ოლქიდან გარბოდნენ. პანიკაში იყვნენ. ისინი 15 წუთში წასასვლელად მოემზადნენ. ცდილობდნენ მოროდიორობით მოპოვებული ნივთების თან წაღებას. ყვიროდნენ, “სპეცოპერაციის დავალება შესრულებულია”. კლასიკური ტყუილი, რომელსაც მათი მედია ავრცელებს. ანუ მათი დავალება იყო უკრაინელი ერის გენოციდი, მშვიდობიანი მოსახლეობის განადგურება და მშვიდობიანი ქალაქების განადგურება იყო.
ეს “დავალება” რუსმა ჯარისკაცებმა შეასრულეს. ალბათ გუშინ ბუჩის ქუჩებიდან ფოტოები და ვიდეოები ნახეთ, რომლებიც მიცვალებულებით არის სავსე. მაგრამ ეს არ არის ერთადერთი ადგილი.
ვწერ და გობეაში წარმომიდგება, აი, ძაღლი ყეფს პატრონის ცხედართან. აი, ხელებშეკრული კაცი ტყვიით გახვრეტილი თავით. აი, ბიჭი თავის გარეშე, ხელებთან გასაღების აცმით. სახლში მისვლა ვერ მოასწრო. ჩვენ ვაწყდებით ჩაცხრილულ მანქანებს, რომლებშიც ცხედრებია. მოკლული პენსიონერები, ახლად დაქორწინებული წყვილები, დამწვარი ავტომობილები ადამიანთა ჩონჩხებით. ეს ყველაფერი საკუთარი თვალებით ვიხილე”, – წერს კომაროვი.