ვკითხულობდი იქამდე ჩვენი საგარეო დაზვერვის სამსახურის შეფასებას. ვნახულობდი ვინ რა განცხადებებს აკეთებს, რადგან მე შთაბეჭდილება დამრჩა, რომ სამთავრობო დელეგაცია იმისთვის ჩავიდა, რომ ბუჩას ფონზე სურათები გადაეღო, ერთი-ორი ნუგეშის სიტყვა ეთქვა და ეჩვენებინა, რომ რაღაცნაირად ამ პროცესში არიან ჩართულები.
იმისთვის, რომ რეალურად იყო ჩართული და არა თითქოს, უნდა დაიცვა ის სანქციები, რასაც მთელი მსოფლიო ადებს რუსეთს. მთელი ევროპა ამბობს, რომ არ გვინდა გავუხსნათ რუსეთის მოქალაქეებს ანგარიშები ბანკში. დღეს ბანკები საქართველოში ძალიან დიდი სიამოვნებით უხსნიან ანგარიშებს, ხოლო რუსი ბიზნესმენები თავს არიდებენ სანქციებს ქართული კომპანიების მეშვეობით, ხსნიან და არეგისტრირებენ კომპანიებს საქართველოში. ყველას უნდა, რომ რაღაც პატარა ფული იშოვოს სირთულეების პირობებში, მაგრამ როგორ შეძლებს საქართველო, განაცხადოს, რომ ევროკავშირისკენ მოძრაობს, როცა აკეთებს იმას, რასაც აკეთებს ჩინეთი, ან არაბული ქვეყნები, იმის ნაცვლად, აკეთოს ის, რასაც აკეთებენ ევროპული ქვეყნები”.