არაოფიციალური ინფორმაციით, გიორგი კეკელიძე სასწრაფო სამედიცინო ბრიგადას საავადმყოფოში გადაჰყავს

როგორც  სოციალური ქსელის მომხმარებლები წერენ, გიორგი კეკელიძის პოსტი თვითმკველობის შესახებ დადასტურდა და ის ამჟამად საავადმყოფოში გადაჰყავთ.

როგორც კომენტარებიდან ირკვევა, მისი გადარჩენა მეზობლებმა შეძლეს.

მიზეზები უცნობია , თუმცა მომხდარ ფაქტამდე მან სოციალურ ქსელში უცნაური შინაარსის განცხადება გაავრცელა:

”წელიწადია, მძიმე დეპრესია მტანჯავს. ვერავინ ამოიცნო რეალური მიზეზი.

ამის აღწერა და გადმოცემა მიჭირს. არც არის საჭირო. ახლო მეგობრებმა იციან და საკმარისია. მთელი ცხოვრება მხოლოდ რაღაც კარგი მინდოდა გამეკეთებინა. რაც შევძელი – შევძელი. ასე დაძალებით ცხოვრება კი უკვე აღარ გამოდის.ვცდილობდი, მაგრამ ვეღარ. სხვებს ვუხსნიდი ხელახალ დაბადებაზე, ხოლო საკუთარ თავთან ბრძოლა ჩემი მარცხით დამთავრდა. ამიტომაც ვემშვიდობები ამ წუთისოფელს. ასე პროზაულად და შეიძლება, უგემოვნოდაც. საჯაროდ ამ ამბავს იმიტომ ვყვები, რომ ცხადად იცოდეთ – ჩემს სიკვდილში ბრალი არავის მიუძღვის. მხოლოდ მე და ჩემს ობსესია-წარმოსახვებს. სამყარო ხომ ჩვენი წარმოდგენაა მასზე. მადლობა იმ დაუმსახურებელი სიყვარულისთვის, რასაც თქვენგან ვგრძნობდი. მადლობა მეგობრებს, რომლებიც მაძალებდნენ ცხოვრებაში დაბრუნებას/მეც ვცდილობდი მემუშავა და საქმე არ დაზარალებულიყო.
ბოდიში თაკო, ზაალ, ბესო და დედა.
მარად თქვენი გიორგი კეკელიძე.”
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share