ა(ა)იპ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სახელოვნებო სკოლების გაერთიანების სამუსიკო სკოლის დარბაზში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართა.
საღამოზე შესრულებული იქნა ქართველ კომპოზიტორთა კლასიკური ნაწარმოებები.
ღონისძიებას ესწრებოდა ჩოხატაურის მერი დავით შარაშიძე, მერის მოადგილე მინდია ჟღერია, მერიისა და საკრებულოს თანამდებობის პირები.
სტუმრებმა დამოუკიდებლობის დღის მილოცვასთან ერთად სამახსოვრო სიგელები გადასცეს ეტიუდის კონკურსში გამარჯვებულ მოსწავლეებს.