მიხეილ სააკაშვილთან ექსპერტთა ჯგუფს სავარაუდოდ მომდევნო კვირაში შეუშვებენ; მძიმე მდგომარეობიდან გამომდინარე მედიკოსები არ გამორიცხავენ რომ სამედიცინო დასკვნის დასაწერად მათ ვივა მედში სულ მცირე 10 ვიზიტი დასჭირდეთ.
უკვე არსებულ სპეციალისტთა გუნდს კი შესაძლოა სხვა მიმართულების ექიმებიც დაემატოს.
“რამდენადაც ვიცი ნეიროქირურგების კონსილიუმი უნდა შედგეს, თუ უკვე შედგა…საოპერაციოა თუ არა. არიან ნეიროქირურგები, რომლებიც ფიქრობენ, რომ საჭიროა საოპერაციო ჩარევა. ისეთ ადგილას აქვს მას დაზიანებები, რომ ძალიან რთული ოპერაცია იქნება საჭირო. რასაც ვივა მედის ექიმები მეუბნებიან, ამ ორ დღეში დამთავრდება ეს ტესტები და და როცა გვექნება ყველაფერი ერთად ხელში, გაგაცნობთ ჩემს დიაგნოზს” ამბობს მესამე პრეზიდენტის პირადი ექიმი ნიკოლოზ ყიფშიძე.
მიხეილ სააკაშვილი უკვე 2 კვირაა კლინიკა ვივა მედში იმყოფება, თუმცა ამ დროში მისი მდგომარეობის გამოსწორება მნიშვნელოვნად ვერ მოხერხდა. განმეორდა გონების კარგვის ეპიზოდიც. პრეზიდენტის ოჯახის წევრები კვლავ სააკაშვილის ევროპის რომელიმე სამედიცინო ცენტრში გადაყვანას მოითხოვენ.
კლინიკამ 400 გვერდიანი სამედიცინო კვლევების დოკუმენტაცია კლინიკამ მესამე პრეზიდენტის ექიმებს 24 მაისს გადასცა.
პენიტენციურმა დღეს განცხადება გაავრცელა, სადაც დაწერა, რომ “გონების დაკარგვის ობიექტური, სამედიცინო მტკიცებულებები ამ ეტაპზე არ გამოვლენილა”.
ადვოკატის ინფორმაციით, მესამე პრეზიდენტმა ვივა მედში გონება 2 დღის წინ, გვიან ღამით დაკარგა.