ჩვენ თქვენ არ გენდობით– რუსთაველზე დაწყებული საპროტესტო აქციის მონაწილეების გზავნილი მწერალმა ლაშა ბუღაძემ გაახმოვანა.
ლაშა ბუღაძემ აღნიშნა, რომ რუსთაველის გამზირზე დღეს მოსული ხალხი არა ძალაუფლებისთვის, არამედ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის იბრძვის.
”აქ ვართ ადამიანები, რომელთა მოქმედების ინსტინქტი არ არის ძალაუფლება. ჩვენ არ ვიბრძვით ძალაუფლებისთვის. ჩვენ ვიბრძვით საქართველოსთვის, რომ ის მოხვდეს ევროკავშირში. ამიტომ ჩვენ უნდა ვუთხრათ მათ, ჩვენ თქვენ არ გენდობით!
თუ ხელისუფლებას უნდოდა, რომ საქართველოს იგივე სტატუსი ჰქონოდა, როგორც უკრაინას და მოლდოვას, მათ უამრავი დრო ჰქონდათ, რომ გადაედგათ კონკრეტული ნაბიჯები”– განაცხადა ლაშა ბუღაძემ.