ცისტინი, ცისტეინი, ჰომოცისტეინი აკონტროლებ ცისტინს?-ექიმი მარინა ტოტოჩავა

ცისტინი, ცისტეინი, ჰომოცისტეინი
აკონტროლებ ცისტინს?———————-აკონტროლებ———–თრომბის არწარმოქმნას; კონკრემენტების——კენჭების არწარმოქმნას; ღვიძლის და პანკრეასის ჯანმრთელობას; ინსულტის და ინფარქტის პროფილაქტიკას; აუტისტი ბავშვის ტვინის სრულქმნას ;ახალგაზრდობის შენარჩუნებას ;წონას;
ცისტინის და ცისტეინის ცვლის მოშლა , კიბოს ერთ-ერთი მთავარი მარკერია.
გაქვს ჯანსაღი ნაღვლის ბუშტი?———-გაქვს გარანტირებული მაღალი იმუნიტეტი და ხანგრძლივი სიცოცხლის შანსი.
რა არის დიაბეტიანის სიცოცხლის შემცირების მთავარი მიზეზი.
გაუკონტროლებელი ჰომოცისტეინი—————დაკარგული ჯანმრთელობა და სიცოცხლე. უმოკლესი გზა სიკვდილისკენ——-დაუბალანსებელ ჰომოცისტეინზე გადის.
არასოდეს გამელოტდები, თუ ცისტეინის ცვლა ნორმაში გაქვს.
ცისტინი
ცისტინი და ცისტეინი სხვადასხვაა. ერთმანეთში არ აგერიოთ. ცისტინი არის ცისტეინის დაჟანგვის პროდუქტი. ცისტინი მიიღება ცისტეინისგან. რას აკეთებს ცისტინი?———-1-ქმნის შემაერთებელ ქსოვილს. ანუ ამ სისტემის ქსოვილის უმძიმესი დაავადებები, როგორიცაა , მაგალითად, რევმატოიდული ართრიტი, სისტემური წითელი მგლურა , კვანძოვანი პერიარტერიიტი და სხვა , რომ არ წარმოიქმნას , ერთი უმთავარესი პირობა ცისტინის ნორმული ცვლაა. 2——- მექანიზმების დონეზე წმენდს ტოქსინებს. თუ ცისტინის ცვლა ნორმაში არ არის, პანკრეასი ქრონიკულად დაზიანებულია. შესაბამისად ,ღვიძლის მდგომარეობა არასახარბიელოა. როცა ღვიძლი ფუნქციურად სუსტია, მაშინ მიმდინარეობს ბევრი დაავადება. მათ შორის , გამონაყრით მიმდინარე დაავადებები, რომლებსაც სამწუხაროდ, დაბალი დონის ფარგლებში, ძირითადად, ალერგიის წამლებით უმკლავდებიან. რაც არ უნდა კარგი ნაყენები ან საუკეთესო დეზინტოქსიკაციური მედიკამენტები მიიღოთ, რომლებიც დეტოქსიკაციი ს კენ არიან მიმართულები, ვერასოდეს გაიწმინდება ორგანზმი, სანამ ცისტინის ცვლა არ აღდგება. ორგანიზმის გაწმენდა პირდაპირ ასოცირდება ცისტინთან და ეს რეკომენდაციებში უამრავჯერ გამიმეორებია. ის წმენდს ორგანიზმს, არა მარტო თავისუფალი——-კიბოს რადიკალებისგან და მავნე ანტიგენებისგან, არამედ, ასევე ის არის მთავარი გარანტი, გაწმინდოს ორგანიზმი——- ნიკოტინის, ალკოჰოლის და ნარკოტიკის მავნე შლაკებისგან . ნარკო და აზარტული თამაშებით დამოკიდებულება არასოდეს მოიხსნება ,სანამ ღვიძლის ის ფუნქციები არ გამოსწორდება, რომლებიც ყველაზე მეტად არიან ტვინის მიერ მართული. ეს ვერ მოხდება შესაბამის ფიზიოლოგიურ რეაქციებში მუტანტური შლაკების დეტოქსის გარეშე, რომელიც პანკრეასმა ჯანსაღ მდგომარეობაში მყოფი ცისტინის ცვლით უნდა გაანეიტრალოს. ასევე, იშვიათ მაგალითს რომ მოიყვანენ———-კი ეწეოდა, მაგრამ 100წელი იცოცხლაო. იცოცხლა იმიტომ, რომ გენეტიკურად ცისტინის ცვლა არ ჰქონდა მოშლილი. 3——გოგირდის შემცველლობის გამო საკვების შეწოვას აჯანსაღებს. კუჭ-ნაწლავის და ღვიძლის დაავადებებით დაავადებულებს, ყველას ცისტინის ცვლა აქვთ მოშლილი. 4——ებრძვის კიბოს. არ არსებობს მსოფლიო მედიცინაში მაგალითი, რომ ადამიანს კიბო ჰქონდეს და ცისტინის ცვლა არ იყოს ბოლომდე მოშლილი. 5—–ანელებს დაბერებას. უკან გადასწევს სიბერეს. ნახავთ ხან 80 ზე მეტი ხნოვანების ადამიანი 40 წლის გეგონებათ. იმიტომ ,რომ მას ნორმული აქვს ცისტინის ცვლა. 6—–კანი, ფრჩხილი, თმა უხარვეზოა , თუ ამ ამინომჟავის ცვლა ნორმაა. ცისტინის ცვლის ნორმაში მიმდინარეობის დროს, ადამიანი დაცულია——–ღვიძლის და პანკრეასის დაავადებებისგან; დერმატიტებისგან, ფსორიაზის გან, ინფექციებისგან, ხშირი ბრონქიტებისგან და ფილტვების მძიმე ანთებისგან; იმუნიტეტის ვარდნისგან, ასთმისგან, ასთმური ბრონქისტისგან; სანაღვლე გზების დაავადებების გართულებებისგან. რა უდიდეს კავშირშია ცისტინი კენჭოვან დაავადებებთან, ქვევით ვისაუბრებ. თანამედროვე მსოფლიოს, განსაკუთრებით ,მაღალი რანგის მედიცინაში , ცისტინის ცვლის განხილვა და კონტროლი , ეს არის კიბოსთან ბრძოლის, ყველაზე მორგებული და მთავარი ხერხი. თუ ადამიანს ქრონიკული დაავადება აქვს, წარმოუდგენელია, მისი ვითარების განხილვის დროს ცისტინის ცვლა არ გაუანალიზო. რომელსაც ჩივილებითაც და ლაბორატორიული მონაცემებითაც ასკვნი. თუ ის შესაძლებლობის მიხედვით, ამინომჟავების ანალიზს წარმოადგენს, იქ გენეტიკის დონეზეა გაშლილი ცისტინის ცვლის დეფექტები .რა თქმა უნდა, იმ შემთხვევაში, თუ ამ ურთულესი ანალიზის დეტალური გაანალიზების უნარი ექიმს შესწევს. განსაკუთრებით, მაშინ იკვეთება მალული პრობლემები, როცა ცისტინის ბალანსს ადგენ სხვა ამინომჟავებთან, რომლებიც უფრო მეტად უკავშირდებიან მას ბიოქიმიურ რეაქციებში. ცისტინის ხანგრძლივი უკმარისობის დროს, პანკრეასი და ღვიძლი ნადგურდება. დღეს ძალიან ბევრი ადამიანია ღვიძლით და პანკრეასით დაავადებული .მაგრამ, სამწუხაროდ, ზოგ შემთხვევაში, არაკომპეტენტურობის და ზერელეობის გამო, ამის დაფიქსირება ვერ ხდება. შესაბამისად, მოშლილი აქვთ ცისტინის ცვლა. სწორედ ამიტომ არის დღეს ამდენი კიბო. ცისტინის მოშლა კიბოს ერთ-ერთი მთავარი მარკერია. ღვიძლის და პანკრეასის დაავადებები, მკვეთრი ბიოქიმიური და ჰისტოლოგიური ხასიათის დარღვევებით მიდიან და ნაკლები გარეგნული ჩივილებით გამოიხატებიან. მათი, მხოლოდ რამდენიმე ფორმაა გარეგნული, მკვეთრი ჩივილებით გამოხატული და ამას შეცდომაში შეყავს ადამიანები და სამწუხაროდ, არა მარტო არაექიმები .ამ ბნელი, დრომოჭმული, შაბლონური მიდგომების გამო, ადამიანები ნადგურდებიან, სიცოცხლეები მცირდება. დაზიანებული ღვიძლი და პანკრეასი, ხშირად ნევროზის დიაგნოზში ექცევა. უამრავჯერ ავხსენი ეს თავისი მექანიზმით. მაგალითად, არ შეიძლება ვთქვათ—- არ არის პანკრეატიტი, როცა მისი ფერმენტები ნორმაა. პანკრეასის ფერმენტები ნორმიდან ცდომას განიცდიან, სხვადასხვა ტიპის სიმსივნეების და სხვა დაავადებების , ასევე პანკრეასის, მხოლოდ, ზოგი ტიპის დაზიანების დროს. თუ გავაანალიზებთ ცისტინის ცვლას, ეს განწირული ღვიძლის და პანკრეასის ვითარება თვალწინ გადაიშლება. მეტაბოლური სისტემის მოშლა და დიეტას დაუქვემდებარებელი, აგრესიული სიმსუქნე პირდაპირ უკავშირდება ცისტინის არეულ ბიოქიმიას. ცისტინი პანკრეასის მთავარი ხერხემალია. ბუნებაში არ არსებობს დიაბეტიანი, მას ცისტინის ცვლა ძალიან არ ჰქონდეს დარღვეული. კენჭების დაგროვება კონკრეტულად უკავშირდება რამდენიმე ფაქტორს. თირკმლებში და ნაღვლის ბუშტში კენჭი, სტატისტიკურად, არის ამ მიზეზების გამო—–კალციუმის ცვლის დარღვევა; ამიაკის ტრანზიტის დარღვევა შარდოვანას ანუ ორნითინის ციკლში; 90 პროცენტიანი სტატისტიკა კი ცისტინის ცვლის დარღვევაა. თუმცა წინა მიზეზებშიც ცისტინის მოშლაც მნიშვნელოვანია, ყოველთვის პანკრეასის კისტური ფიბროზის ფონზე. ძალიან ხშირად ყველა მიზეზი ერთად არის. კონკრემენტების ჩალაგება კალციუმის ცვლის მოშლით, ყოველთვის თრომბულ ფაქტორებს და სიმსივნურ წინაპირობებს უკავშირდება. ამიაკის სინთეზის დარღვევა დაკავშირებულია, ღვიძლის ქრონიკულ დაზიანებასთან და თირკმლის ფუნქციურ უკმარისობასთან. ბევრჯერ ავხსენი დეტალურად, ღვიძლში , შარდოვანას ანუ ორნითინის ციკლი ს დარღვევით მიმდინარეობის დროს ,გაუნეიტრალებელი ამიაკი როგორ მძაფრ ინტოქსიკაციას ახდენს .სწორედ ეს არის 160მდე წნევების, თავის ტკივილების, არამყარი კუჭ-ნაწლავის , თავბრუხვევების , შაკიკის შეტევების, თირკმლებში და ნაღვლის ბუშტში კენჭების ჩალაგების ერთ-ერთი დიდი მიზეზი. უკვე უამრავჯერ მაქვს ნათქვამი და უნდა მიხვდეს ადამიანი . მითუმეტეს ამას, ასე არავინ არ დაუკონკრეტებს, რომ 140მდე ან 150მდე ან 160მდე წნევის მიზეზი, ამ ციკლის დარღვევა ანუ ღვიძლის ქრონიკული დაზიანებაა. ამ დროს თავის ტვინის სისხლძარღვები უკვე პრობლემურია. როცა თავის ტვინის სისხლძარღვების უფრო რთული დაზიანებაა ან თირკმლის ან გულის ტექნიკური პრობლემა წამყვანია , მაშინ წნევა არასოდეს გაჩერდება 160მ დე . ის უფრო მაღალ ციფრებს აღწევს. ღვიძლისგან გამოწვეული წნევა ანუ 140მდე წნევა , არის ღვიძლის ქრონიკული დაზიანების მარკერი. ღვიძლის მიზეზით წნევის —–160 მდე ,ციფრის გამკვეთრებას ხელს უწყობს ფარისებრი ჯირკვლის ფარული ან ღია პრობლემა. უკვე ბევრჯერ ავხსენი ეს და ამ გადახვევა ს ,კიდევ უამრავჯერ გავაკეთებ, რომ საზოგადოებამ ოდესმე მაინც გაიგოს,ს აიდან მოდის მისი გასაჭირის 80 პროცენტი. რაც ყველაზე მეტად ამცირებს სიცოცხლის ხანგრძლივობას. რაც შეეხება შარდმჟავას მიზეზით თირკმლებში კენჭების ჩალაგებას, ამის 100 პროცენტიანი მიზეზი ღვიძლის დაზიანებისგან მოდის. ადამიანებმა უნდა გაიგონ და თავი და სიცოცხლე უნდა გადაირჩინონ. შარდმჟავას ცვლის დარღვევა ,იქნება პოდაგრის შეტევით გამოხატული თუ არა, მისი მიზეზი ყოველთვის პირდაპირ დევს ღვიძლის ფუნქციურ დაზიანებაში და ცისტინის ცვლის მოშლაში .ანუ სახსრის ძლიერი ტკივილით გამოხატული პოდაგრაა, თუ მარტო ფეხის ცერა თითის ფორმაშეცვლილი ძვლით, ამ დროს , ყოველთვის, ღვიძლის ძალიან ბევრი ფუნქცია , უკვე მოშლილი გაქვს. ცერა თითის ძვლოვანი დეფექტი, თუ ვერ მიხვდი, რომ ღვიძლის დიდი გასაჭირის ნიშანი იყო,ბუნებამ გამოსაფხიზლებლად, რომ შენს ღვიძლს სასიცოცხლოდ უკიდურესად უჭირს, მისი შეტევაც მოგივლინა. გამოვლინებული პოდაგრაა თუ ლატენტური და მარტო ცერა თითის დეფექტით გამოხატული, ღვიძლის 500ზე მეტი ფუნქციიდან, ამ დროს 50ზე მეტი ფუნქცია მაინცაა უკიდურესად დარღვეული. თუ ამ დარღვეული ფუნქციების აღდგენა და კონკრეტული სწორი მკურნალობა არ მოხდება, სტატისტიკური მონაცემებით, ასეთი ადამიანები აუცილებლად მიდიან სიმსივნეებამდე. სიმსივნის გზაზე მეორე სიგნალი უმეტეს შემთხვევაში ფარისებრი ჯირკვლის პრობლემაა. საერთოდ, კენჭების ჩალაგებას აპროვოცირებს———-ცისტინის სიჭარბე, როცა ადამიანი ზომაზე მეტ ხორცს იღებს და თითქმის, ყოველდღიურად ხორცის მომხმარებელია კვებაში ;წყლის ნაკლები გამოყენება ;გენეტიკურად მოუვლელი ღვიძლი ;ერთი თირკმელი ; კრონის დაავადება ;კუჭ–ნაწლავის დაავადებები, ცისტინის ცვლის მოშლით და ასეთი სტატისტიკურად დიდი პროცენტია ;ნაღვლის ბუშტის და სანაღვლე გზების დაავადებები; პანკრეასის კისტური ფიბროზი, რომელიც უამრავი დაავადების უკან იმალება, ყველაზე მთავარ და ფარულ მიზეზად. თირკმლებში და ნაღვლის ბუშტში ,კენჭების ჩალაგებაში ,ცისტინის ცვლის მოშლა, თანამედროვე ევროპულმა მედიცინამ გენეტიკურ მიზეზად აღიარა. ეს კიდევ ერთი მკვეთრი დასტურია იმის, მეტაბოლიზმი რომ პედიატრიულ კონტიგენტში სრულფასოვნად კონტროლდებოდეს, ადამიანებს ზრდასრულ ასაკში ამდენი რთული პრობლემა არ ექნებოდათ.
თანამედროვე ამერიკული გასტროენტეროლოგიური სქემებით , კენჭის ჩამოყალიბების შანსს აძლიერებს შემდეგი პრეპარატები———————–სიმჟავის დამწევი პრეპარატები; ასპირინი; კალციუმი , დე ვიტამინი, წნევის დამარეგულირებლები ;ეპილეფსიის წამლები; ქიმიოთერაპია; ამპიცილინის ჯგუფი; ცეფტრიაქსონი; ციფროფლოქსაცილინი; ამოქსიცილინი ; ცე ვიტამინის ხელოვნური ფორმები ;უხარისხო კალციუმის პრეპარატი ;ფუროსემიდი და სხვა. ასევე, შარდმდენი წამლების არარაციონალური გამოყენება , სიზუსტით საჭიროების გარეშე. ასევე, კენჭის მაპროვოცირებელი სხვა მიზეზებია———ბრუშიტი კენჭში—-კალციუმის ჰიდროგენოფოსფატი; ბოლომდე გაუწოველი ანთებები და ინფექციები ;ჰიპერპარათირეოიდიზმი ;მალაბსორბცია ანუ კუჭ—-ნაწლავის შეწოვის პროცესის დარღვევა, რომელიც კისტური ფიბროზიდან ყველაზე მეტად არის პროვოცირებული და ყველა ტიპის კენჭის წარმოქმნაში დევს მთავარ მიზეზად ;სარკოიდოზი; ჰიპეროქსალურია ;ქსანტინურია, ანატომიური დეფექტები ;მუკოვისციდოზი , გამოკვეთილი დაავადების სახით, რადგან ის პანკრეასის კისტური ფიბროზის კლასიკური, ბოლომდე ღიად გამოხატული ნოზოლოგიაა.
ცისტინურია არის სინდრომი, რომელიც ცისტინის პათოლოგიური სიჭარბეა და ქმნის კენჭებს ნაღვლის ბუშტსა და თირკმლებში. ,მეტაბოლური ცვლების სიჯანსაღეა, ადამიანის სიცოცხლის მთავარი გარანტი. ანუ ცისტინი, არც მეტი და არც ნაკლები არ უნდა იყოს . მეტაბოლური გათვლებით, ცისტინის ნაკლებობა კიბოს მთავარ მაპროვოცირებლად ითვლება. ხოლო მეტობის ან მისი ცვლის დარღვევის შედეგად წარმოქმნილი კენჭიც, კიბოს მაპროვოცირებელ მკვეთრ ფაქტორადაა ჩათვლილი. ამიტომ, მეტაბოლიზმის დარეგულირებას , რომლის ფუძე ღვიძლის და პანკრეასის სიჯანსაღეა, სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს. ცისტინი არის მეტად ამ საკვებში———–სოიო, თევზი, შვრია, ნიორი, ხახვი, კვახი,ხორცი ,ნიგოზი. ადამიანების კატეგორია დადის სიმსივნით და უძლებს. არც იციან სიმსივნეს რომ დაატარებენ. თვლიან რომ პატარა პრობლემები აქვთ, რომლებსაც , მაგალითად, წნევის დამარეგულირებლებით და სხვა პრეპარატებით ჯერ კიდევ გადალახავენ. ეს გაძლება ხდება მანამ, სანამ ცისტინის დარღვეული ცვლა ,ბოლომდე არ ამოწურავს თავის იმუნურ შესაძლებლობებს. კენჭის მთავარი მიზეზი უნდა დაიდგინოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩათვალეთ, რომ მასზე ბრმა ჩარევა ხდება .ადამიანი მანქანა არ არის, რაღაც შეცვალოს და გადაადგილდეს. მან უნდა იცოდეს თავისი პრობლემის მიზეზი. ის იხდის ფულს და ამაში მიზეზის გაგებაც შედის. ადამიანის ბიოქიმია, ისეა ბუნებისგან რეგულირებული და საათივით აწყობილი ——- ფიზიოლოგიური რეაქციების გრძელი ჯაჭვებით, რომ ექიმს სრული შესაძლებლობა ეძლევა, ამ დროს დაღვეული მომენტები გონიერად მართოს და მეტ სიცოცხლეს ხელი შეუწყოს. თირკმლის ქვებში და განსაკუთრებით, ნაღვლის ბუშტის ქვებში, გადაგვარებული, დეგრადირებული ცისტინის გროვებია წარმოდგენილი. მედიცინის მეცნიერება უკვე მუშაობს იმ კვლევებზე, რომ კენჭები ს ჩალაგება კომპენსაციაა, სიმსივნეების შესაჩერებლად. ამიტომ, ევროპული და ამერიკული მედიცინა აღარ ჩქარობს კონკრემენტებით სავსე ორგანოს ამოღებას .მთელი ცხოვრება ამას ვუმტკიცებდი ადამიანებს .კონკრემენტებიანი ნაღვლის ბუშტის ამოღების საფუძველი უნდა იყოს, მყარი დასაბუთებული ვერსიები, რომლებიც სასიცოცხლო გართულებების მტკიცებებს შეიცავენ. კოსმოსური სასიცოცხლო ენერგიის და ფოსფოლიპიდების ,ადამიანში მოხვედრის ეპიცენტრი არის ნაღვლის ბუშტი. ნაღვლის ბუშტის მთავარი შემადგენელი , მაფუნქციონირებელი კომპონენტი არის ფოსფოლიპიდი. რომლის დაქვეითება და ბოლო წვეთის დაცემა სიკვდილის მაცნეა. გენეტიკური კონტაქტების სადგურია ნაღვლის ბუშტი. ფოსფოლიპიდების ჯანსაღი ცვლები ლეიკოტრინიების იმუნური სიმწიფის გარანტია. ეს არის იმუნიტეტის შექმნის და მართვის მთავარი ბაზისი. გაქვს ჯანსაღი ნაღვლის ბუშტი?———–გაქვს გარანტირებული მაღალი იმუნიტეტი და ხანგრძლივი სიცოცხლე. ეს კი მთლიანად არის დამოკიდებული ცისტინის სიჯანსაღეზე. არ უნდა გადაწყდეს ნაჩქარევად ნაღვლის ბუშტის ამოღება. კონკრემენტებით სავსე ნაღვლის ბუშტის მქონე პაციენტის ,მართვაც შეიძლება და სიცოცხლის გახანგრძლივებაც, ექიმების მიერ ბიოქიმიის და ფიზიოლოგიის საფუძვლიანი ცოდნის პირობებში.
ცისტეინი
რით განსხვავდება ცისტინი და ცისტეინი ცილების მექანიზმებთან დაკავშირებით. ცისტეინი საჭიროა ———-ცილის წარმოსაქმნელად. ხოლო ცისტინი საჭიროა ——ცილის სტრუქტურის შესანარჩუნებლად. ანუ ცილა რომ არ დაიშალოს. ნებისმიერი დაავადება იმიტომ არის, რომ ცილის დაშლაა ამ ორგანოში დაწყებული. გაციების დროსაც ცილა იშლება. ამიტომაა აბსურდი , ადამიანის სიცოცხლის დამცდენი და დამზიანებული, ისეთი მკურნალობის სტრატეგიები, სადაც მკურნალობაში ათვლის წერტილად ამინომჟავები და ცილების ცვლები არ განიხილება. ცილის დაშლას თუ შეაჩერებ, შეაჩერებ ნებისმიერი დაავადების გაგრძელებას და ბუნებრივია, მის გართულებებსაც. დაბალი დონის მედიცინაში, ჩივილების მიჩქმალვა და სიმპტომების გაქრობაა პრიორიტეტი. ადამიანის გაჯანსაღების და სიცოცხლის გახანგრძლივების რეალური განხორციელება იწყება, ცილის სტრუქტურების აღდგენით და განმტკიცებით. ეს არის ყველა დაავადების მთავარი პრობლემა .ამიტომ დგას ყველა გართულებული დაავადების უკან ღვიძლი და განსაკუთრებით პანკრეასი, რომლის სასიცოცხლო ფუნქციების შენარჩუნება ცისტინზეა გათვლილი. ნორმაში მყოფი ცისტინის ცვლის პირობებში კი ,ცილა არ დაიშლება. ადამიანს დაავადება არ გაურთულდება. ადამიანი ნებისმიერი მძიმე დაავადების დროს გადარჩება და იცოცხლებს. კიბოთი დაავადებულიც კი დიდხანს იცოცხლებს. არ დაიშლება ცილა? არ გართულდება დაავადება . აქედან გამომდინარე მიხვდებით, რომ არცერთი დაავადება არ მორჩება, თუ პანკრეასის და ღვიძლის მდგომარეობა არ გაუმჯობესდება. ეს კი ვერ მოხდება , მოშლილი ცისტინის ცვლის ფონზე. ცილების და ამინომჟავების მდგრადობის შენარჩუნებაა გარანტირებული სიცოცხლე. ა მას აკეთებს ცისტინი. ახლა კი ვსაუბრობ ცისტეინზე. ცისტეინი გადამწყვეტი ფაქტორია მეტაბოლიზმის გაჯანსაღებაში. დღვანდელი სამყაროს ადამიანებს, კლავს და სიცოცხლეს უმცირებს მეტაბოლიზმის მოშლა .რომელმაც მიიღო ტოტალური ხასიათი ყველა ასაკში. ნებისმიერი დაავადების მორჩენა დღეს , ყველა ასაკში , მეტაბოლიზმის ფონის გამოსწორების გარეშე ,აბსურდია. პედიატრიულ ასაკში რაქიტის აკადემიური რეგულაცია რომ ხდებოდეს, დღეს არ იქნებოდა ზრდასრულებში ასეთი დაჩქარებული სიკვდილობები და გაზრდილი დაავადებები. მარტო დე ვიტამინის მიცემა არ არის რაქიტის არც მკურნალობა .და არც პროფილაქტიკა. ყველა მეტაბოლური ცვლა, უნდა კონტროლდებოდეს, როგორც ხშირად მოავადე ბავშვებში, ისე სტაბილურებში. ზრდასრულ ასაკში ქოლესტერინის სიჭარბეც კი, ბავშვობის არასწორად ან სულ არ ნამკურნალები რაქიტიდან მოდის. რაქიტი და ქოლესტერინის სიჭარბე, ორივე , მეტაბოლიზმის მოშლის პიკებია. რაქიტის ანუ მძიმე მეტაბოლიზმის მოშლის ფონზე , რომ გაიშლება ბავშვის ასაკი და ცხოვრება, რა თქმა უნდა , ის პრობლემური ზრდასრული იქნება, მუდამ რაღაც დაავადებით. მეტაბოლიზმის სამართავად, ცისტინი და ასევე ,ცისტეინი თუ არ არის სამიზნეზე, ადამიანი სულ პრობლემებში იქნება. სრული დეტოქსიკაცია, თუნდაც საკვებით მოწამვლის შემდეგ, ვერ მოხდება, თუ ცისტეინის ცვლა ნორმა არ არის. ცისტეინი ფიზიოლოგიაში დეტოქსიკაციის ლიდერად ითვლება. კვებითი ინტოქსიკაციის შემდეგ ,დიდი განგაშია გამოსაცხადებელი. რადგან ,ინტოქსიკაციის არასრული მკურნალობის შემდეგ დარჩენილი შლაკები, ამსხვრევენ ორგანიზმის იმუნურ სტრუქტურებს. უფრო საშიშია დიაბეტიანის კვებითი ინტოქსიკაცია. განსაკუთრებით , ხანდაზმული დიაბეტიანის. ბევრი მაგალითებია მედიცინაში , ამის არასასურველი დასასრულის. ადამიანი უფრო მეტს უძლებს, მაგრამ სიცოცხლის ხანგრძლივობა ასე იკვეცება. მითუმეტეს, დღევანდელ უკონტროლო გარემოში , მუდმივად ხდება ადამიანების, მძიმე მეტალებით, ინჰალაციური ტოქსინებით და ორგანული ნარჩენებით ინტოქსიკაციები და ამის არც კონტროლი და არც პროფილაქტიკაა. კიდევ უარესი ის არის, რომ ასეთი ტიპის ინტოქსიკაციები არ დიფერენცირდება რეალურ დიაგნოზებად. მაგალითად, თავის ტკივილების და თავბრუხვევების დროს, რომელთა უხშირესი მიზეზი ინჰალაციური ინტოქსიკაციებია ტექნიკური ნარჩენებით და გაზებით, ადამიანები ხშირად , არასწორად ხვდებიან ნერვული სისტემის სპეციალისტებთან და დეტოქსიკაციის მაგივრად, ნევროლოგიური მედიკამენტების ახალი ჯგუფით, ღვიძლის ახალ ინტოქსიკაციას იმატებენ. უფრო მეტიც, უამრავი შემთხვევებია, ფსიქოლოგიური და ფსიქიკური გამოვლინებების, რომელთა მკურნალობა ანტიდეპრესანტებით ხდება. ხშირად მათი მიზეზი, გარე ტოქსინებით ღვიძლის და ტვინის ინტოქსიკაციაა. რისი გამოცნობაც ვერ ხდება. ხოლო ,ამ დროს, ხანგრძლივად დანიშნული ანტიდეპრესანტები, საფუძვლიანად ანადგურებენ ღვიძლსა და პანკრეასს. სოკოებივით მომრავლებულ პატარა კლინიკებში, მათ შორის 24 საათიანებში, ყველაზე მეტი ინტოქსიკაცია შედის რიცხობრივად. ძალიან იშვიათია, ვინმე ადგენდეს ინტოქსიკაციის ეტიოლოგიას. სამკურნალო დარგის კონტროლი, რომ მაღალ დონეზე იყოს ჩვენთან, უფრო მეტი სიზუსტით დაეთმობოდა ყურადღება დაავადებების რეალური დიაგნოზების და მიზეზების დადგენას. ტოქსიკური შლაკები მთავარი მიზეზია, კიბოს თავისუფალი რადიკალებმა ფეხი რომ მტკიცედ მოიკიდონ ორგანიზმში. ტოქსიკური შლაკების დახმარების გარეშე, ისინი ადგილზე მუტანტურ იმუნურ ბმებს ვერ განახორციელებენ. ცისტეინის ნორმული ცვლა, სწორედ ტოქსინების ბოლომდე გაწოვის გარანტია. ამინომჟავა ცისტეინის სწორი ცვლის გარეშე , ცილები არ შეიქმნება და ვერცერთი დაავადება ვერ მორჩება .ცისტეინი არის ცხოველების რქების ცილების შემადგენელი. ადამიანის ორგანიზმიც ქმნის ცისტეინს, ოღონდ ძალიან ნელა და თუ ღვიძლი ჯანმრთელია იმ შემთხვევაში. ადამიანების ორგანიზმები სულ ღარიბია ცისტეინით. ეს კი სიკვდილობის დაჩქარების პირობაა. ჩვენს უღატაკეს ქვეყანაში, სადაც ადამიანები შიმშილობენ, ბუნებრივია, ცისტეინით უღარიბესია ორგანიზმები. შესაბამისად, რადგან ცისტეინისგან მიიღება ცისტინი, ცისტინითაც უღარიბესია ამ ქვეყნის ადამიანების ორგანიზმები. ეს ერთი უდიდესი მიზეზია, ამ ქვეყანაში მასურად რომ არის ღვიძლის დაავადებები და სხვა უამრავი პათოლოგიები .ჩვენს სინამდვილეში, დაავადებების მკურნალობაში, ძალიან ხშირად, ამ ორი კარდინალური სასიცოცხლო ამინომჟავას როლი საერთოდ არ არის გათვალისწინებული. ეს კი , მითუმეტეს წარმოუდგენელია, ღვიძლის და კუჭ–ნაწლავის დაავადებების მკურნალობის დროს. ომეპრაზოლის და დენოლის ისტორიული , მარაზმატული ფურცელი, სანახევროდ მაინც თუ არ გადავშალეთ და თანამედროვე ფიზიოლოგიას და ბიოქიმიას არ გავეცანით, კუჭ-ნაწლავის დაავადებების გაქრონიკულება ბუნებრივი იქნება. ცისტეინის სწორი ცვლა მეტაბოლური პროლოგია——–გლუკოგენოზების, კეტოგენეზის, კეტონური სხეულების წარმოქმნის და კიდევ უამრავი ასეთი სასიცოცხლო ცვლების . ანუ მისი ცვლის რეგულირების გარეშე, არცკი დაიწყება მორჩენა——–ღვიძლის, ფარისებრი ჯირკვლის, თირკმლების, გულის, ტვინის, განსაკუთრებით, კი დიაბეტის და სიმსუქნის პრობლემის. კეტოგენეზის ფიზიოლოგიურ ჩარჩოში გადმოყვანა არის, დიაბეტით დაავადებულის რეალური სასიცოცხლო გარანტია. ეს კი ცისტეი ნის ცვლის მართვის გარეშე ვერ მოხდება. რადგან ცისტინ-ცისტეინი პანკრეასის მთავარი ბიოქიმიური დრაივი და მისი ჯანმრთელად შენარჩუნების სასიცოცხლო პირობაა . დაავადება არასოდეს არ ეკუთვნის, მხოლოდ, ერთ ორგანოს. დიაბეტი ს სათავე ჰიპოფიზშია და პანკრეასის ლანგერჰანსის უჯრედებში მიმდინარეობს. როგორია დღეს დიაბეტის მკურნალობის ძირითადი სტრატეგია ჩვენთან ზოგ შემთხვევაში? ———მხოლოდ ცელის და უროს მსგავსად, ზემოდან ზეწოლა შაქრის დამწევებით. რა კეთდება კეტოგენეზის ფიზიოლოგიურად ასაწყობად ?-ანუ დიაბეტის დროს , მუდმივად გამოყოფილმა ტოქსიკურმა ელემენტებმა, ნაკლებად რომ გაანადგურონ ნერვული უჯრედები —–ბევრ შემთხვევაში არაფერი. შაქრის დონეს ძალით კი არ უნდა ვწევდეთ. არამედ მის წარმომშობ მიზეზებს უნდა ვმართვდეთ. ეს არის ნერვული უჯრედის გადარჩენის მთავარი პირობა. დიაბეტიანი მაშინ კვდება, როცა ნერვული უჯრედი საბოლოოდ იფიტება. ადრე დეტალურად ვისაუბრე რამდენიმეჯერ, რომ ფიზიოლოგიურ რეაქციებში დაჟანგვის პროცესების პათოლოგიური მატება არის, ორგანიზმის ჯანმრთელობის ძლიერი დაზიანების მთავარი საფუძველი. იმ ნივთიერებებსაც პერიოდულად განვიხილავდი, რომლებიც ხელს უშლიან პათოლოგიური დაჟანგვის ტემპს. ასევე ცისტეინი ის უნივერსალია, რომელიც მონაწილეობს დაჟანგვის პათოლოგიური მიმართულების შემცირებაში. ადრეც ავხსენი, აუტიზმის გართულების და საერთოდ, აუტიზმის არსებობის მთავარი მიზეზი არის— დაჟანგვის რეაქციების სწორი კალაპოტიდან ამოვარდნა და პათოლოგიური დაჟანგვის გააქტიურება. აუტიზმის სინდრომის დროს, სასიცოცხლოა ცისტეინის ცვლის დაბალანსება. ცისტინი და ცისტეინი ფერმენტების აქტიური ნაწილია . ფერმენტებია ადამიანის სიცოცხლის მაკონტროლებელი. ცისტეინი იქმნებ ა ღვიძლში მიმდინარე მილიონობით რექციების დროს—– მეთიონინიდან. მეთიონინი ტრანსფორმირდება ამ დროს, ქოლინად ანუ ბე 4 ვიტამინად და კრეატინად. რომლებიც არიან ღვიძლის , ნერვული წნულების და სისხლძარღვების , ჯანმრთელობის გარანტები და ენერგიის წყაროები. ასევე ცისტეინს ქმნის ენ აცეტილცისტეინი, რომლი ს სასიცოცხლო უნიკალურობაზე ბევრჯერ ვისაუბრე. მისი ცვლის დარღვევა მთავარი მიზეზია——–ასთმების, ასთმური ბრონქიტების, ქრონიკული რინიტების, ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების, პანკრეასის და ღვიძლის პრობლემების და ორგანიზმის , თავისუფალი რადიკალებით დაბინძურების ჩამოყალიბებაში.
თუ ექიმი—————–ქრონიკული რინიტის, ღვიძლის, პანკრეასის, ასთმის, ასთმური ბრონქიტის ,რთული ფილტვების ანთების; კენჭოვანი დაავადების, პოდაგრას, შაკიკის, მუკოვისციდოზის, ქოლესტერინების სიჭარბის, ფარისებრი ჯირკვლის, კუჭ-ნაწლავის და სხვა მსგავსი დაავადებების მკურნალობის დროს , არ მიყვება , მეთიონინიდან ცისტინის და ცისტეინის შექმნის, მსოფლიო თანამედროვე მედიცინაში, ყველაზე ცნობილ და ბოლომდე დეტალურად შესწავლილ სქემას————ტრანს-გოგირდოვანს, რომლის რეაქციების 80 პროცენტი მიდის ღვიძლში, ხოლო 20 პროცენტი პანკრეასსა და ნაწლავებში———–ის ექიმი თანამედროვე მედიცინის პრინციპებთან უკიდურესად შორს არის. მეთიონინზე აქ ვრცელი სტატია წარმოვადგინე. ღვიძლის ან ამ რომელიმე ჩამოთვლილი და კიდევ ბევრი დაავადების მკურნალობის დროს, თუ ექიმის ფიქრი მეთიონინის ცვლებს არ დასტრიალებს, ის სწორად და საფუძვლიანად ვერ მკურნალობს. არა თუ სწორად ვერ მკურნალობს, არამედ აზრზეც არ არის თანამედროვე მედიცინის ყველაზე სასიცოცხლო ბიოქიმური პროცესების. ის ექიმები ყველა უნდა დაფასდეს და გამოირჩე ს, ვინც ამ მექანიზმებით მართვენ სიცოცხლეებს. საბედნიეროდ, საუკეთესო ექიმებით ნამდვილად გამოირჩევა ჩვენი ქვეყანა. მეთიონინიდან ცისტინის და ცისტეინის მიღების პროცესში , მთავარი მონაწილეებია უამრავი ფერმენტი და ბე ჯგუფის ვიტამინები. ეს პროცესი ჯანსაღად არ განხორციელდება, თუ ადამიანს ღვიძლის ან ნაღვლის ბუშტის პრობლემა აქვს და ასევე ამ ვიტამინების ცვლების დარღვევა-ნაკლებობა ან სიჭარბე. თავისთავად, ღვიძლის და ნაღვლის ბუშტის პრობლემა ნიშნავს, ბე ჯგუფის ვიტამინების ცვლების დეგრადირებას. ამ ცვლების დეტალური კონტროლის გარეშე ,ჭარბი ქოლესტერინის მკურნალობა, პრიმიტიულობის ნიშანია . სხვა ნებისმიერი საშუალება პაციენტის სიცოცხლის დროებითი გათრევაა და არ მუშაობს ნაადრევი სიკვდილის აცილებაზე. ამ დროს სტატინები დროებითი საშუალებაა და საერთოდ არ ვიყენებ. ამ ფიზიოლოგიური რეაქციების აწყობის გარეშე , ადამიანის საბოლოო გაჯანმრთელება ვერ მოხდება და ვერც უეცარი სიკვდილის რისკის აცილება .დანარჩენი ყველაფერი, დროებითი სატყუარაა. ცისტეინის, ადამიანისთვის ,მთელი სასიცოცხლო ბიოქიმია, მისი მეტაბოლიზმი და კატაბოლიზმი , ღვიძლის ჰეპატოციტებში, ასევე ნერვული უჯრედების ნეირონებში და სისხლძარღვებში მიმდინარეობს. ვერცერთ დაავადება ს ვერ მოარჩენს ექიმი , თუ ფონად ღვიძლის და პანკრეასის გაჯანსაღება არ ექნება აქცენტირებული. ვერცერთი ნერვული სისტემის დაავადება და სისხლძარღვების პრობლემა ვერ მორჩება ცისტეინ-მეთიონინის ცვლების გამოსწორების გარეშე. ამ რეაქციების მიმდინარეობაში, ერთ ფორმულაშიც, რომ დარღვევა იყოს, მიიღება ბევრი პრობლემა. მათ შორის — დაავადება ———— ცისტინურია. სწორედ ეს არის ის ვითარება, მშობელს ან უფრო ზედა წინაპრებს რომ კენჭი ჰქონდათ და შთამომავალს ———-ან ნაღვლის ბუშტში ან შარდის ბუშტში ან თირკმლებში ან შარდსადინარებში —–გადაგვარებული-ცისტინით და ცისტეინით სავსე ქვები აქვს. ქვები მიიღება დეფექტურ ცვლებში გოგირდის ატომების ჩართვით. თირკმლები თუ ჯანსაღია, სულფატებით და სულფიტებით შედგენილი ქვები, სრულიად უპრობლემოდ, ექიმის კონტროლით, მცენარეული მედიკამენტებით გამოიდევნებიან. ეს სულფატები და სულფიტები წარმოიქმნებიან გოგირდოვანი ნაერთების რეაქციებიდან ,კერძოდ ,ცისტეინიდან. ამიტომ აპარატული მ ეთოდის წინ ,გააზრება სჭირდება ამას. რომ აიცილო აპარატული მეთოდიკა, როცა ქვა მცენარეული მედიკამენტების დამატებით გამოიდევნება. ნებისმიერ შემთხევვაში აპარატული ჩარევა განმეორებადი შეიძლება დარჩეს, თუ ამ ცვლების მეტაბოლიზმი არ დაწესრიგდება. საერთოდ ცისტინიც და ცისტეინიც გოგირდის შემცველი ამინომჟავებია და ქვის გაქვავებაში გოგირდი მთავარ როლშია. ცისტეინი იმ საკვებშია, სადაც გოგირდია———-კვერცხის გული, წითელი ბულგარული, ნიორი, ხახვი, ბროკოლი, ბრიუსელის კომბოსტო, მდოგვი, საქონლის , ქათმის და ღორის ხორცი; თევზი, შვრია, ოსპი, მზესუმზირა ,იოგურტი . ჩამოთვლილი პროდუქტები ს უმრავლესობა, ბევრჯერ დამისახელებია, თრომბული აგრეგაციის საწინააღმდეგო საშუალებებში. რადგან, ცისტეინის და ცისტინის ცვლის დარღვევის გარეშე თრომბირება არ მოხდება. მაგალითად, თევზი და წითელი ბულგარული ევროპული ნუტრიციოლოგიის ვარსკვლავებად ითვლებიან თრომბული აგრეგაციის წინააღმდეგ. ყველა ჩამოთვლილი ამაზე მუშაობს, ოღონდ იმ შემთხვევაში , ხორცი თუ სრულიად ჯანსაღია და სხვა პროდუქტი პესტიციდების გარეშეა და ნატურალური. თმის ცვენის პრობლემა ცისტეინის ცვლის დარეგულირების გარეშე არ მორჩება. მას სხვა მიზეზებიც აქვს. მაგრამ ცისტეინი წამყვანია. არავინ გამელოტდებოდა , ცისტეინის ცვლა რომ ნორმაში მიდიოდეს. ქიმიოთერაპიის შემდეგ ადამიანების გამელოტება, პირდაპირ უკავშირდება,პანკრეასის და ღვიძლის ,თითქმის, პარალიზებას და ცისტინისა და ცისტეინის ცვლების ბოლომდე მოშლას. რადგან ,იმუნიტეტის მაგისტრალური ხაზი ღვიძლსა და პანკრეასზე გადის. რამდენადაც მეტად აღდგება ცისტინის და ცისტეინის ცვლა და შესაბამისად, ღვიძლის და პანკრეასის ფუნქციები ქიმიოთერაპიის შემდეგ, იმდენად მეტ წელს იცოცხლებს ადამიანი . რადგან ძალ-ღონესაც და სიცოცხლის ფსიქოლოგიურ მისწრაფებასაც, ძირითადად, ღვიძლი და პანკრეასი ქმნიან. მიტოქონდრიებში მიმდინარე, ყველა და ყველაზე მნიშვნელოვანი რეაქციები, რომლის შედეგად ენერგიის შექმნა ხდება, ღვიძლში მიმდინარეობს. არც კი დაემართებოდა კიბო ადამიანს, ფონად რომ ღვიძლი და პანკრეასი არ იყოს დაზიანებული, უამრავი ცვლის მოშლით, განსაკუთრებით კი -ცისტინის და ცისტეინის. კანის გარეუჯრედული მატრიქსის მოშლა, რომლის შემდეგ კანი ვეღარ აკავებს კიბოს თავისუფალ რადიკალებს, მაშინ იწყება, როცა ღვიძლი და პანკრეასი, ტოქსინების წმენდის უნარს კარგავენ. ძალიან ბევრი ნიშან-თვისებით ატყობინებს თავს, დაზიანებული ღვიძლი და პანკრეასი პაციენტებსაც და ექიმებსაც. საუკუნის ცოდვა და დანაშაულია მათი ვერ ამოცნობა და პრობლემად ,მხოლოდ, შაბლონური ვარიანტების ჩათვლა .ანუ დაზიანებად მარტო იმ შემთხვევების ჩათვლა, როცა სიყვითლე გამოიხატება ან ასციტი მუცელში. ნაკლებადსიმპტომური ბიოქიმიური დესტრუქციები ამ ეპოქის ნიშაა .დაავადებებს დღეს ყველა რანგის ადამიანი კითხულობს და იგებს ინტერნეტში. მაგრამ, ექიმის ხარისხი იმით ფასდება, რამდენად ხედავს და გრძნობს ის დაავადებას. მექანიზმების ცოდნაც უშედეგო იქნება , თუ ექიმი პაციენტში დაავადებას ვერ დაინახავს და ვერ შეიგრძნობს .ამის მაგალითები ბევრია. შეიძლება დაავადებულ ადამიანზე, ერთმა ექიმმა სიმსივნის დაწყების კვალი შეიგრძნოს, მეორემ კი მხოლოდ მსუბუქ ნევროზად შეაფასოს.
დღეს, უხშირეს შემთხვევებში, დაავადებათა მთავარი მიზეზი, რომელსაც უპირველესად ვებრძვი ყველა მკურნალობის დროს, არის მძიმე მეტალებით და ინჰალაციური ტოქსინებით ინტოქსიკაცია. რაც ანადგურებს თირკმელზედა ჯირკვლებს. დაავადებათა ყველაზე მეტი ჩამონათვალი, რიცხობრივად , თირკმელზედა ჯირკვალს უკავშირდება. მარტო წნევა, ჩიყვი და კუჭ-ნაწლავის დაავადებების დასახელებაც საკმარისია. ისინი არ ც კი დაიწყებიან , თირკმელზედა ჯირკვლებში ჰორმონების და ფერმენტების რყევის გარეშე. უსუსურობაა , ჩიყვის, წნევის ან კუჭ-ნაწლავის და სხვა დაავადებათა მკურნალობა, თირკმელზედა ჯირკვლის პათოლოგიური ფონის პარალელურად გამოსწორების გარეშე. ამიტომ უქრონიკულდებათ ადამიანებს, სიმჟავე და სხვა მსგავსი სიმპტომები. რადგან, თირკმელზედა ჯირკვლის ჰორმონების და ფერმენტების ბედი გაურკვევლადაა მიტოვებული. მაგალითისათვის, კუჭის სიმჟავის ფენომენს ,ასევე უარყოფით რეფლუქსებს ,პირდაპირ მართავს თირკმელზედა ჯირკვლის ფერმენტები და განსაკუთრებით ჰორმონები . პრიმიტიული, ვიწრო არეალის და ხედვის მკურნალობები, ყოველთვის აქრონიკულებს დაავადებებს. საერთოდ , ჩამორჩენილი მედიცინის მაგალითია , კუჭ-ნაწლავის მკურნალობისას, თუ ექიმი ფონად, სქემებად ,დეტალურად არ გათვლის თირკმელზედა ჯირკვლის, ამ დროს დამნაშავე ფერმენტების და ჰორმონების მონაწილეობას და მკურნალობას არ ააგებს მათ კომპენსირებაზე. მხოლოდ პროტონის ტუმბოს ინჰიბიტორებში, ომეპრაზოლის ჯგუფებში მიმალული მკურნალობა, არ ემსახურება სიცოცხლის გაჯანსაღებას და დროებითი და უკიდურესად რეგრესულია. უკონტროლო ჯანდაცვამ და ზოგ შემთხვევებში, წოდებებში და სტატუსში დამალულმა პრიმიტიულმა აზროვნებამ, უკან დახია ადამიანების ჯანმრთელობის ხარისხი და კითხვითი ნიშნის ქვეშ დასვა მათი სიცოცხლის ხანგრძლივობა.
ღვიძლის გაჯანსაღების მცდელობისას, რეაქციებში სწორად შესული ცისტეინი, აღწევს იმ ადგილებში და იმ დაზიანებულ უჯრედების მეტაბოლიზმს ასწორებს, რომლებიც მძიმე მეტალებმა და სხვა ინჰალაციურად მომწამლავმა ნივთიერებებმა მწყობრიდან გამოიყვანეს. ცისტეინი პირდაპირ არის დაკავშირებული სიმსუქნესთან და მის პათოლოგიურ შედეგებთან———–დიაბეტთან, ჰორმონულ დარღვევებთან, ღვიძლის დაზიანებასთან და სხვა. ცისტეინის უკმარისობის დროს, ჟანგბადის დეფიციტი ორმაგად ძლიერდება. რადგან, ამ დროს, ღვიძლში გლუტათიონის სინთეზი ირღვევა. რამდენად სასიცოცხლოა გლუტათიონის ნორმული ცვლა, ამაზე ვრცლად ვისაუბრე სტატიაში -გლუტათიონზე. ბოლო წლებში , ევროპული მეტაბოლური , სამეცნიერო ცენტრების უდიდესი დაინტერესებაა ცისტეინის ცვლის კიდევ უფრო შესწავლაზე, სიმსუქნის მკურნალობის ჭრილში. მოშლილი ცისტეინის ცვლის დროს—————— ადამიანები ახალგაზრდა ასაკში ბერდებიან, კუნთები სუსტდება , ა დამიანი სუქდება ძალიან ან უკიდურესად ძლიერ გახდება; ანთებები ადვილად ვითარდება. თანამედროვე ევროპული კვლევებით დადგენილია, რომ ცისტეინი ანთებითი ციტოკინების პლაზმური რაოდენობის შემცირებას უშლის ხელს. ამას აკეთებს, ნებისმიერი, მძიმე ანთებითი პროცესების დროს. კვლევებმა დაადასტურა, რომ მაგალითად, შიდსის ვირუსი თანამედროვე სამყაროში, ადამიანში ბევრჯერ და ადვილად ხვდება. მაგრამ დააჩლუნგებს ორგანიზმს და დაავადება ყალიბდება, როცა ცისტეინის უკმარისობაა. იგივე ეხება სხვა მძიმე ვირუსებს და ბაქტერიებს. უახლესი ევროპული კვლევებით, ყველა მძიმე ვირუსის დროს , მათ შორის შიდსი ს ვირუსის დროს, ცისტეინი და გლუტათიონი დაცემულია. ეს ეხება, რა თქმა უნდა კორონავირუსსაც. ვირუსი მაშინ იმარჯვებს სიცოცხლეზე, როცა ცისტეინის ცვლა მოშლილია. ეს ბევრჯერ ავღნიშნე კორონას მიმდინარეობის დროს და ამის პროფილაქტიკის ზუსტ მეთოდზეც მივუთითებდი.
ჰომოცისტეინი
რეკომენდაციებში ბევრს ვაფხიზლებ ადამიანებს და მასზე ხშირად ვსაუბრობ. თუ აკონტროლებს ჰომოცისტეინს, არასოდეს თრომბირებით არ მოკვდება ადამიანი. შესაბამისად არ ექნება ინსულტი, ინფარქტი და სხვა მძიმე და სასიკვდილო დაავადებები. მისი კონტროლი თრომბოზის კონტროლია. არცერთი დაავადება მძიმე ფორმაში არ გადავა თრომბოზული მექანიზმის გააქტიურების გარეშე. ჰომოცისტეინის კოტროლის დროს—————-1- აღარ იღებს ადამიანი ძალიან გრძელი კურსით სისხლის გამათხიერებლებს.კონკრეტულად, ასეთი გრძელი კურსი აღარ სჭირდება. შესაბამისად, აღარ ხდება მავნე ბიოქიმიური ზეწოლა სისხლის ფორმულაზე და სისხლძარღვების მემბრანაზე, რაც ბოლოს, რაღაც დროში , ზოგ შემთხვევაში, მისი გახეთქვით მთავრდება. მითუმეტეს, თუ პარალელურად, სისხლძარღვის მემბრანის დაცვა არ ხდება, შესაბამისი ,ელასტიურობის გამადრეკადებელი კომპონენტებით. 2—-ხდება სკლეროზის და ალცჰაიმერის პროფილაქტიკა. 3-ქოლესტერინების სიჭარბის უფრო ადრე დარეგულირება ხდება. 4-ინსულტის, ინფარქტის, ანევრიზმის, გულის შეტევის პროფილაქტიკაა 5-სწორად და ჯანსაღად იმართება და თანდათან ჯანმრთელდება ბევრი სინდრომი. მათ შორის აუტიზმის მძიმე გამოვლინება და დაუნის სინდრომი. 6——დეფექტურად აღარ ჩამოყალიბდება ორსულის ორგანიზმში ნაყოფი 7-მეტაბოლიზმი კონტროლდება და აცილებულია გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკი. ჰომოცისტეინიც გოგირდის შემცველი ამინომჟავაა. ისიც მეთიონინის ტრანსფორმირების დროს მიიღება. ის უჯრედების მეტაბოლური საკვების მარაგია. სწორი მკურნალობების მთავარი მიზანი, ჰომოციტეინის ფიზიოლოგიურ ფარგლებში ტრანსფორმაციისთვის ხელის შეწყობაა ექიმის მიერ. სხეულში მისი სიჭარბე დამზიანებელია. .ერთი ანალიზი არ ასახვას მის დონეს. მისი სწრაფი მოჭარბება ან ცვლის არევა უპირობო ინფარქტია ან გულსისხლძარღვთა სხვა დაავადებები. ადამიანებს, რომლებსაც სტენტირება დასჭირდათ, ჰომოცისტეინის ცვლა დარღვეული აქვთ. მეთიონინიდან ჰომოცისტეინის გარდაქმნას ახორციელებს ფერმენტი ———-ცისტათიონის r სინთეტაზა. ეს ნაერთი აჭრილი რძის ფორმას იღებს და ამ ფერმენტის მოქმედებით ცისტეინი და ცისტინიც გამოიყოფა. მეთიონინის გარეშე ღვიძლი ერთ დღეში დაიშლება. თუ ცისტეინის, ცისტინის და ჰომოცისტეინის ტრანსფორმირება სწორი ბიოქიმიური რეაქციებით ხდება, მაშინ ჭარბი მეთიონინი იბლოკება და მისი შემცირებაც დაზღვეულია. ამ ცვლების გამოსწორების ფონზე ღვიძლის, დარღვეული 30 ფუნქცია მაინც, რომ აღდგება, სიმჟავის კომპენსირება მაშინ დაიწყება. ომეპრაზოლების ზეწოლით აღდგენილი სიმჟავე, მხოლოდ სიცოცხლეს ამცირებს. რადგან იმუნიტეტს აზიანებს. ვენის და არტერიის თრომბოზის მთავარი მიზეზი, რომლის გაუარესებული სტატუსი სიკვდილის წინა საათებია, ჰომოცისტეინის მოშლაა. ასევე ,ის არის დეპრესიის მთავარი მიზეზი. მსოფლიო მედიცინის დასკვნებით და ჩვენი პრაქტიკული დაკვირვებებითაც, დეპრესიის მთავარი მიზეზი— არტერიაში თრომბია. რაც იწვევს ნერვული წნულების დეგრადირებას. ეს კი ჰომოცისტეინის ცვლის მოშლის გამოა. სიკვდილის ყველაზე სწრაფი და მოკლე გზა , დარღვეულ ჰომოცისტეინზე გადის. ჰომოცისტეინი არ იმკურნალება ერთეული პრეპარატით. მისი მკურნალობის და საერთოდ , ადამიანის სიცოცხლის წყაროა, ამ რეაქციების რეგულირება. ჰომოცისტეინის მართვა ძნელია და უმიზნოა, ღვიძლის გაჯანსაღების მცდელობების გარეშე. საგანგაშო მდგომარეობაშია ჩვენს ქვეყანაში——–დაზიანებული ღვიძლის აღქმის პრობლემა. ეს ბიოქიმიური პროცესებია და სრულად ვერ შეფასდება მარტო რადიოლოგური კვლევებით. უამრავი ადამიანი იღუპება ან ავადდება ქრონიკული დაავადებებით, არასწორად შეფასებული ღვიძლის მდგომარეობის გამო. თუნდაც, ექოსკოპიაზე , მხოლოდ, ბილიარული ნაღველის წარმოჩინება, რომელიც, ხშირად სერიოზულიდ არ აღიქმება, ნიშნავს მის უკან უამრავ დარღვეულ ფუნქციებს, პროცესებს და რეაქციებს.
დაუნის, აუტიზმის და სხვა პედიატრიული სინდრომები აუცილებლად უნდა კონტროლდებოდეს ჰომოცისტეინის არეალში. ეს არის მათი გაჯანსაღების და ბავშვის ნიჭის მეტი მკვეთრი გამოვლინების მთავარი პირობა. ბავშვების ეს ორი კატეგორია გონიერები არიან. საჭიროა მათი დარღვეული მეტაბოლიზმის გამოსწორება , ბიოქიმიური რეაქციების სწორი მართვა . რის ფონზეც მოხდება, მათი ფსიქიკის და გონიერების სოციუმში მეტი გამოვლინება. თვითნებური აბორტები, ნაადრევი მშობიარობები ,ნაწლავების მძიმე დაავადებები, ეპილეფსია, პარკისონი, დაუნი , სიმსუქნე, პანკრეასი და ღვიძლის პრობლემები , ჭარბი ქოლესტერინი———-ეს მცირე ჩამონათვალია დაავადებების, რომელთა წარმოშობაში უდიდესი ,მავნე , მთავარი ხელი ,ჰომოცისტეინის არეულ ცვლას მიუძღვის. დაუნის სინდრომის ბავშ ვი იტანჯება, მისი ცნობიერების ვერგამოვლინების გამო. მას სჭირდება გონიერი დედა, ჭკვიანი პედაგოგი და მცოდნე ექიმი. მათი მუდმივი კონტროლი, რომ ჰომოცისტეინი და სხვა—– გონებაზე პასუხისმგებელი ამინომჟავები მართოს და ბავშვის დაყოვნებული გამოვლინება დააჩქაროს.
სიცოცხლისათვის, ჯანმრთელობისათვის, ბედნიერებისათვის უნდა შეცვალოთ———კვება, რეჟიმი, ხასიათი ,განწყობა, მკურნალობა და ექიმიც კი, თუ ის თანამედროვე ტენდენციებს ცოდნით და მყარი მენტალობით ვერ აღიქვამს. ვერ მართავ ერთეული მედიკამენტებით ჰომოცისტეინს. მომატებული ჰომოცისტეინის მკურნალობაში, სასიცოცხლოა სხვადასხვა ნივთიერებების და განსაკუთრებით, ვიტამინების ბალანსის მიღწევა. ვიტამინების და მინერალების ბალანსზე დგას ადამიანის სიცოცხლე . ვიტამინებისგან და სხვა ნივთიერებეისგან შედგება ამინომჟავების გრაფიკული ფორმულები. ისინი აწესრიგებენ გლუკოზის ნორმულ მეტაბოლიზმს და ჰორმონების ცვლას და საერთოდ ყველაფერს. დარღვეული ჰომოცისტეინის ცვლის გამოსწორების დროს, პრობლემა განსაკუთრებით ეხება ბე ჯგუფის ნატურალურ ვიტამინებს. თანამედროვე ევროპული კვლევებით დადასტურებულია, რომ ჰომოცისტეინის მეტაბოლიზმი ჩაშლილია, თუ ბე 2 ვიტამინის ცვლა ნორმა არ არის. ვერც ნერვულ სისტემას ,ვერც სისხლის წითელი უჯრედების მდგომარეობას და შესაბამისად ,ანემიებს და სისხლის დაავდებების პროფილაქტიკას ვერ ჩაატარებთ ,მისი ცვლის ნორმის გარეშე. ლორწოვანი გარსები ს მემბრანებს ვერ მართავთ და ამის გამო ვერ მოარჩენთ——– ვერც ალერგიას, ვერც რინიტებს , ვერც ასთმას ბე 2-ის ც ვლის ნორმის გარეშე. გონებასუსტი ადამიანები ვიტამინებს დასცინიან და გასასუქებელი მასალა ჰგონიათ. ვერცერთი ფიზიოლოგიური ბალანსი ვერ აღდგება ვიტამინების ნორმული ცვლის გარეშე. ჰომოცისტეინის მეტაბოლიზმის სიჯანსაღისთვის, ასევე , ჰაერივით აუცილებლია ბე 6 ვიტამინის ნორმაში ყოფნა. ცისტეინის არცეთი ტიპის სინთეზი ვერ მოხდება სწორად , ბე 6ის ნორმის გარეშე. ბე 6ის ნორმის გარეშე, ჰორმონალური ცვლა მოშლილია. თანამედროვე ევროპული კვლევებით , ბე 6 თუ ნორმაში არ არის ანუ ან თუ მეტია ან ნაკლებია ან ცვლაა მოშლილი———-ცისტეინების სინთეზი დაზიანებულია ;ორგანიზმში ენერია არ იქმნება ;ნერვული სისტემა დაზიანებულია ;ჰორმონალური პრობლემებია;ჰომოცისტეინის, პროტეინების და გლიკოგენის მეტაბოლიზმი მოშლილია. შესაბამისად , ინსულარული აპარატი აუცილებლად დაზიანდება. ათეული წლების წინ მეც გაოცებული ვიყავი. ჰომოცისტეინის რეგულირების ევროპული მკურნალობების სტრატეგიებში , მცირედ მაინც დამხვდებოდა მეგონა პირდაპირი მედიკამენტები. მაგრამ ეს ცვლები, მხოლოდ ბე ჯგუფის ვიტამინების და ასეთივე სხვა საბაზისო ნივთიერებებით წესრიგდება. ყველაფერი გენიალური მარტივია. ბუნება სწორედ მარტივებიდან ქმნის გენიალურებს. სხვა კომპონენტების ცვლებიც ინდივიდუალური დაზიანების და ნაკლოვანებების მიხედვით აღდგება. ხოლო ჰომოცისტეინის დისბალანსის საფუძველი, ყოველთვის ბე ჯგუფის ვიტამინების დაზიანებაა. რაც ქმნის სიცოცხლისათვის ყველაზე საშიშ, სასიკვდილო მდგომარეობებს. ვიტამინი ბე 12 ის ნორმული ცვლა ჰომოცისტეინის მეტაბოლიზმისთვის ევროპული ცდებით და კვლევებით , უდიდეს მნიშვნელობას შეიცავს. ამიტომ არის ბე 12 ის სიმცირე ან ზეჭარბი მატება , ღვიძლის და გულის დაავადებების დროს. ბე 6 ის უდიდეს მნიშვნელობას ისევ დავუბრუნდები. თუ სასიცოცხლო რამდენიმე ფერმენტი გაკლიათ, მაშინ ბე 6 აუცილებლად დაეცემა ან ძლიერ მოიმატებს. მეტაბოლური კვლევების პანორამა გვამცნობს———–ჭარბი ბე 6 ხელს უწყობს———შფოთს, აგზნებას, დოფას და სეროტონინის მატებას და სიმსივნეებისკენ ტენდენციას. ვიტამინების და მინერალების ბალანსი ირღვევა მათი შესაბამისი ფერმენტების ნაკლებობის გამო. მაგალითად, თუ ბე 6 ვიტამინის——–პირიდოქსალ 5 ფოსფატად გადასაყვანი ფერმენტი გაკლიათ, მაშინ ბე 6 დაიკლებს ან პათოლოგიურად მოიმატებს და ჰომოცისტეინის ცვლა დაირღვევა. ეს ფერმენტი კი ,ღვიძლში გამომუშავდება და ღვიძლი ძალიან რომ არ გაწუხებდეთ, ლატენტურად მაინც რომ არ ი შლებოდეს , არც ბე 6 და არც ბე 12 , ნორმას ზევით არ მოჭარბდებოდა. არ შეიცვლებოდა. თუ ჰომოცისტეინის ცვლა ა ძალიანაა მოშლილი, ბე 6ის დისბალანსის გამო, ამ ფერმენტის დანამატია შექმნილი ნატურალური, რომელიც ბე 6 ს ასტაბილებს და ჰომოცისტეინის უდიდეს პრობლემასაც ხსნის. იგივეს ვიტყვი ბე 12ის ნორმის ზევით მოჭარბებაზე. ამ დროსაც, მისი სხვა ფიზიოლოგიურ ფორმაში გადასაყვანი ფერმენტის დეფიციტია, ღვიძლის შიგა , დიდი დაზიანებების ფონზე.
ჰომოცისტეინის კლებას ეხმარება საკვები——–ორაგული, სკუმბრია, თუნა, ჰალიბუტი. მცირედ—- ნატურალური ქათამი და საქონლის ხორცი.
მეტაბოლიზმის დაზიანება ა ყველა ასაკში ,ამ ეპოქის მძიმე პრობლემაა. მის ფონზე ა დღეს ყველა მძიმე დაავადება. მისი გამოსწორება არასოდეს არ მოხდება, ჰომოცისტეინის ცვლის გაჯანსაღების გარეშე.
მარინა ტოტოჩავა
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share