ოზურგეთის სოფლებში -ცხემლისხიდში, დვაბზუსა და მშვიდობაურში წყალმომარაგების სამუშაოები მიმდინარეობს

„ვასრულებთ კიდევ ერთ დაპირებას, სოფლების – ცხემლისხიდის, დვაბზუსა და მშვიდობაურის 24 საათიანი წყალმომარაგებისთვის სამშენებლო სამუშაოები დავიწყეთ, რომლის დასრულების შემდეგაც ჩვენს თანამოქალაქეებს, 1 400 – მდე ოჯახს, სტაბილური წყალმომარაგება ექნება“ – ამის შესახებ ოზურგეთის მერმა ავთანდილ თალაკვაძემ განაცხადა.

აღნიშნული პროექტი მოიცავს წყლის სათავე ნაგებობების, რეზერვუარებისა და წყალმომარაგების ახალი ქსელების მოწყობას. მიმდინარე სამუშაოებს ოზურგეთის მერი ავთანდილ თალაკვაძე, საკრებულოს წევრთან, ადგილობრივი ხელისუფლებისა და წყალმომარაგების კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო. სამუშაოებს, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია, საქართველოს მთავრობის დაფინანსებით ახორციელებს. პროექტის ბიუჯეტი 10 მილიონამდე ლარს შეადგენს. სამშენებლო სამუშაოები 2023 წლის პირველ ნახევარში დასრულდება.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share