”მის დაკავებას არაფერი სამართალთან და მართლმსაჯულებასთან საერთო არ აქვს. არაფერი აქვს საერთო იმ გახმაურებულ მკვლელობასთან, რომელიც უკავშირდება ახალგაზრდა ბიჭს, თემირლან მაჩალიკაშვილს, რომელიც 2017 წლის 26 დეკემბერს მოხდა და მას შემდეგ უამრავი სხვა დანაშაული ჩაიდინა ქართულმა ოცნებამ, მათ შორის, ბატონი გოგაშვილის თანამონაწილეობითაც. არანაირი კავშირი არ აქვს ჩატაევის ქვეყანაში შემოყვანის საქმესთან, არც ციანიდის საქმესთან კავშირი არ აქვს და ა.შ. მხოლოდ და მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის ინსტინქტმა უკარნახა რეჟიმს, რომ ეს ადამიანი გახდა მისთვის საშიში.”
ასე ეხმაურება “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, ნიკა მელია “TV პირველის” ეთერში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის დაკავებას.