“ქართულ ოცნებას” კიდევ ერთი დეპუტატი – გურამ მაჭარაშვილი ტოვებს. ამ თემაზე მან ცოტა ხნის წინ განცხადება პარლამენტში გააკეთა.
მისი თქმით, ტოვებს პარტიას და ფრაქციას, მუშაობას კი დამოუკიდებელ დეპუტატად გააგრძელებს.
მედიასთან მან აღნიშნა, რომ საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდებაა საჭირო და არ სურს “ოცნების” წევრობა დამაბრკოლებელი იყოს.