მერი დაიბადა ლონდონში, მრავალშვილიან და გაჭირვებულ ოჯახში. მას ადრე მოუწია სამუშაოს დაწყება. სამსახური იშოვა მედდად ჰოსპიტალში. იმ დროს მერი ძალიან მიმზიდველი გოგონა ყოფილა, რომელიც დიდ ოჯახზე ოცნებობდა. 29 წლის ასაკში გათხოვდა ტომას ბევანზე და გააჩინა 4 შვილი. მალე მერის ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა: დაეწყო შაკიკი, სახსრებისა და კუნთების ტკივილი. ექიმები ვერ იგებდნენ, თუ რა დაავადებასთან ჰქონდათ საქმე. ოჯახს დიდი ყურადღება სჭირდებოდა, ამიტომ ის ვერ აქცევდა საკუთარ თავს სათანადო ყურადღებას, დღე და ღამე შრომაში იყო. თანდათან გაუძლიერდა სიმპტომები: დაუგრძელდა სახე, სახის ნაკვთები გაუმკაცრდა, ხელები გაუუხეშდა და ქალური ფორმები თანდათან გაუქრა. ულამაზესი მისის ბევანისგან აღარაფერი დარჩა.
დაავადება, რომელიც მერის ჰქონდა, მედიცინაში აკრომეგალიის სახელითაა ცნობილი. ეს არის ნეირო ენდოკრინული დაავადება, რომელიც დაკავშირებულია ზრდის ჰორმონის გაძლიერებული გამომუშავებით. ამ ჰორმონის დიდი რაოდენოით გამოყოფა იწვევს სიმაღლეში ზრდას, კიდურების დაგრძელებას, რასაც თან ახლავს თავისა და სახსრების ტკივილი. აკროპმეგალია წარმოიშობა ჰიპოფიზის კეთილთვისებიანი სიმსივნისგან. ხშირ შემთხვევებში მას მემკვიდრული ხასიათი აქვს.დღეს ამ დაავადებას წარმატებით მკურნალობენ . მაგრამ მაშინ ამ დაავადების მკურნალობაზე ინფორმაცია არ არსებობდა. მერის განკურნების არავითარი შანსი არ ჰქონდა. დღითი დღე სარკეში ჩახედვისას მერი ამჩნევდა, თუ როგორ ქრებოდა მისი სილამაზე. მისტერ ბევანი ღირსეული ადამიანი აღმოჩნდა და აზრადაც არ მოსვლია მერის მიტოვება. ქორწინების 11 წლის თავზე მისის ბევანი დაქვრივდა და დარჩა 4 შვილთან მარტოდმარტო. მეუღლის სიკვდილის შემდეგ მერი ნებისმიერ სამუშაოზე თანხმდებოდა, რათა შვილები გამოეკვება. კარგ სამსახურში არ იღებდნენ გარეგნობის გამო. ქუჩაში შეურაცხყოფას აყენებდნენ, დასცინოდნენ. ქუჩაში მისი ყოველი გასვლა დიდ განსაცდელთან იყო დაკავშირებული.
ოჯახის ეკონომიური მდგომარეობა უკან-უკან მიდიოდა. სწორედ მაშინ გაიგო ინგლისში “ყველაზე მახინჯი ქალის” კონკურსის შესახებ. მისის ბევანმა გადაწყვიტა ამ კონკურსში მონაწილეობის მიღება. მთავარი პრიზი სოლიდური თანხა იყო. მერიმ მოიგო კონკურსში, მაგრამ პრესაში გამოჩნდა ერთმანეთზე საშინელი სტატიები, რომელთა კითხვა დიდ ტრავმას ანიჭებდა მას. მერი შეუძლებელი შესძლო და თავისი ტრაგედია და უბედურება სტაბილურ შემოსავლად აქცია. 1920 წელს მერის შესთავაზეს ა.შ.შ -ის ცირკსა და “დრიმლენდ” პარკში წარმოდგენების გამართვა. ის მონაწილეობდა წარმოდგენებში, სადაც წარმოაჩენდა თავის არატიპიურ გარეგნობას. მერი გამოდიოდა ფერად ტანსაცმელში, რათა კიდევ უფრო გაესვა ხაზი თავისი შესახედაობისთვის. მათან ერთად გამოდიოდნენ სხვა ადამიანებიც, რომლებიც ასევე უჩვეულო გარეგნობით გამოირჩეოდნენ: წვერიანი ქალები, ჯუჯები, გოლიათები, სიამის ტყუპები… იმ დროისათვის პუბლიკას მოსწონდა მსგავსი სიმახინჯეების ყურება. მისის ბევანი ჯგუფის წევრებში გამოირჩეოდა პოპულარობით. ვინ იცის, რას გრძნობდა მერი, როდესაც მისკენ თითს იშვერდნენ და იცინოდნენ. ის ხომ ცოტა ხნის წინ ძალიან ლამაზი ქალბატონი იყო. ყველა ამ დამცირებას თავისი შვილების გამო იტანდა.
შემორჩენილია ოჯახური ფოტო, სადაც მერი თავის შვილებთან ერთად არის გადაღებული. იმ დროს სტუდიური ფოტოები იშვიათი იყო. ზოგიერთს მხოლოდ ერთი ფოტო თუ ექნებოდა გადაღებული მთელი სიცოცხლის მანძილზე. შესაძლოა, ეს ფაქტი მეტყველებს იმაზე, რომ მერი ძალიან მზრუნველი და მოსიყვარულე დედა იყო და არა ცირკის არტისტი. სიცოცხლის ბოლომდე მერი ბევანი მუშაობდა ამერიკულ ცირკში. მერი გარდაიცვალა 1933 წელს 59 წლის ასაკში. შვილებს ანდერძად დაუტოვა დაესაფლავებინათ ინგლისში, მშობლიურ მიწაზე.

წყარო : mshoblebi.ge
მსგავსი სტატიები
- 70
19 ნოემბერს რუმინეთის ქალაქ კლუჟში საქართველოს ჩემპიონ ქალთა საფეხბურთო გუნდი "ლანჩხუთი" რუმინეთის ჩემპიონ "კლუჟს" დაუპირისპირდა და ხატია ჭყონიას გატანილმა გოლმა გუნდს დიდი გამარჯვება მოუტანა. მანამდე ჩვენებმა ყაზახეთის ძლიერი გუნდი ანგარიშით 2:1 დაამარცხეს და იქაც ორივე გოლის ავტორი ხატია ჭყონია იყო. როგორც მწვრთნელი ამბობს, რუმინეთის გუნდთან ბრძოლა არ იყო ადვილი, მაგრამ გოგონებმა ეს…
- 67
საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო აქვეყნებს მოკვლევას არაფორმალური მმათველობის პრობლემასა და მისი შედეგების შესახებ. ორგანიზაციის შეფასებით, "ქართული ოცნების მმართველობის ორი ვადის გასვლის თავზე დაგროვილი მტკიცებულებები საკმარისია იმის სათქმელად, რომ კორუფციამ საქართველოში სახელმწიფოს მიტაცების ფორმა მიიღო დღეის მდგომარეობით, საქართველოს ხელისუფლების აღმასრულებელი შტო მთლიანად ერთი ადამიანის გავლენის ქვეშაა. აღმასრულებელ ხელისუფლებას გამოცლილი აქვს შეკავებისა და გაწონასწორების დემოკრატიული მექანიზმები, რაც განპირობებულია…
- 66
კოვიდის ხასიათზე და პროფილაქტიკაზე, ძალიან ბევრი სტატია დავდე. ახლა ვაგრძელებ უამრავი ადამიანის მოთხოვნით. ყველა ვირუსი ფიზიოლოგიური და ბიოლოგიური თვისებებით იდენტური არიან. მაგრამ, განსხვავდებიან იმუნოლოგიური მექანიზმებით. კერძოდ, ანტიგენური ხასიათით. საერთოდ, ნებისმიერი ვირუსის პანდემია ძალიან სწრაფია. ერთნახევარი თვეც არ უნდა, რომ ნახევარ მსოფლიოს მოედოს. მთელს მსოფლიოს კი, რამდენიმე თვეში გადაწვდება. კორონა ვირუსი-…
- 64
"დათიკო ბაბუა, ჩემი ღვიძლი ბაბუას ძმა იყო. მათი მამა, ჩემი დიდი ბაბუა, მირიანი ქერჩში დაიღუპა. მარგალიტა ბებიამ ობლად, სიდუხჭირეში გაზრდა შვილები. დათიკო ყველა თანატოლისაგან გამორჩეული ყოფილა და ბებიას უთქვამს, "ზურგზე ტყავს გევიძრობ და დათიკონას უსწავლელს არ დავტიებო". მესამე კურსის წარჩინებული სტუდენტი საბჭოთა ჯარში გაუწვევიათ.. ყველაფერი კარგად მიდიოდა სანამ ასკანის ფოსტაში…