პეტრიაშვილი: რომელი ერთით დავიწყო? ორკებით დაძეძგვილი მატარებელი გადმოახრიგინეს ლიანდაგებიდან!

ანალიტიკოსი ბუკა პეტრიაშვილი რუსეთ-უკრაინის ომის ბოლო მოვლენებს აჯამებს.

“აბა, დილა მშვიდობისა! რომელი ერთით დავიწყო? ნამდვილი დაქირავებული ორკები, ავადცნობილი ვაგნერელების მმართველი რგოლის ბოევიკები დროებით ოკუპირებული პოპასნაიადან პირდაპირ გაემგზავრნენ იოსია კობზონთან! დაადეს ჩვენებმა შიგ შტაბში! მათი ხროვის წინამძღოლი პუტლერის პირადი პოვარი პრიგოჟინი ჯერჯერობით ცოცხალია, მაგრამ მაგასაც მალე მოხვდება ბაშკაში ერთი პერსონალური რაკეტა!

ანტონოვის ხიდისგან სანამ 1 ამოშვერილი არმატურა არ დარჩება, ვერ შეიგნებს ურდო, რომ ხერსონიდან უნდა მოძუძგოს! გუშინ მთელი ღამე მუშაობდნენ ჩვენი გაუმარსები!
აფიცრებმა კი მოტვინეს და ხერსონიდან მელიტოპოლისკენ გარბიან, მაგრამ იქ ჩვენი პარტიზანები ბობოქრობენ სულ უფრო დაშხოშიანად! გუშინ ორკებით დაძეძგვილი მატარებელი გადმოახრიგინეს ლიანდაგებიდან!

ბერდიანსკში ამჯერად ელექტროშემდუღებლებმა გაუკიდეს პაპიროსს და ერთი კაი საწყობიც ჩაიწერეს ანგარიშზე! წიეთ წიეთ, ჟირინოვსკის მიეწიეთ!

ბახმუტის, ავდეევკის და პესკის მიმართულებით ისევ სერიოზული ბრძოლებია, მაგრად დგანან ჩვენები!

ღამე დაბომბეს ამ ნაძირლებმა ისევ მიკოლაევი, ნიკოპოლი და ხარკოვი! სხვა რა შეუძლიათ ამ ძუკნებს.

დიდ ბრიტანეთს მალე ძალიან მაგარი ახალი პრემიერი ეყოლება! ლიზ თრასი 22%-ით იგებს კონკურენტთან!

გერმანიამ კიდევ ზამთრისთვის გაზის საცავები 75%-ით შეავსო!
პუტლერს რააა? გაზები გაძვრაა!  წვას ახლა გაზპრომმა თავისი ხელით საკუთარი გაზი და ტრუბას რა უნდა უყოს, კი იცით ყველამ!

უკრაინა გაიმარჯვებს – საქართველო გაიმარჯვებს!
დიდება უკრაინას!

დიდება გმირებს!
დიდება ერს!
სიკვდილი მტერს!”, – წერს პეტრიაშვილი.

Home 1

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share