რამდნემე კვირაში რთველი 2022 დაიწყება. ცნობილია ყურძნის ფასიც და ისიც, რა ოდენობის მოსავალს ელოდებიან რეგიონში. სწორედ სახელმწიფოს მიერ განსაზვრული 90 თეთრი გახდა კახელი გლეხების უკმაყოფილების მიზეზი.
მევენახეები ამბობენ, რომ ყურძენზე დაწესებული ეს ფასი დაცინვაა, რადგან, მათი თქმით, ეს იმდენად მიზერული ფასია, რომ მიღებული მოსავალი გაწეულ ხარჯებს ვერ აანაზღაურებს. ეს კი იმიტომ ხდება, რომ შხამ-ქიმიკატებზე ფასები გაორმაგებულია.
მევენახეების ნაწილი არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა, ვენახის გაჩეხვაც კი მოუწიოს.
მთავარი არხი