„მოვიდნენ ევროპის დროშით და ახლა ხელში უჭირავთ რუსული დროშა“, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა რომან გოცირიძემ განაცხადა.
რომან გოცირიძე აცხადებს, რომ მსოფლიოში სერიოზული გეოპოლიტიკური ძვრებია და მალე ოლიგარქობა საერთოდ გაწყდება.
მისი თქმით, უკრაინის ომმა საქართველოს ხელისუფლება ამხილა და ამ ომით ნათელი გახდა, რომ ხელისუფლება პრორუსულია.
„ივანიშვილმა ამ ფულს გადააყოლა მთელი ქვეყანა. რატომ არ იცავს თავის მოქალაქეს საფრანგეთი? დასავლეთის მხრიდან ივანიშვილი რუსი ოლიგარქია. მსოფლიოში მოხდა რყევა და სხვა გეოპოლიტიკური ვითარება იქმნება. ოლიგარქობა გაწყდება სამუდამოდ. როგორც არ უნდა დამთავრდეს უკრაინაში პროცესები, უკრაინამ ამ ომით საქართველოს ხელისუფლება გააშიშვლა და აჩვენა, რომ ისინი არ არიან უკრაინის მხარეს.
საარჩევნოდ ისინი გამოდიოდნენ ლოზუნგით, რომ მათ სურთ ევროპაში და ნატოში. მათი საარჩევნო პროგრამის ფორმალური ნაწილი იყო – პროდასავლური, დღეს არის – პრორუსული. მათ მოატყუეს საკუთარი ამომრჩეველი. დღეს საკითხი დგას ძალიან მარტივად – ჩვენი ქვეყანა მიდის ევროპისკენ, თუ მიდის რუსეთისკენ, მივცემთ თუ არა უფლებას ამ ხელისუფლებას საქართველო წაიყვანოს სიბნელისკენ და საქართველო ჩამოაცილოს ცივილიზებულ სამყაროს?! სხვანაირად საკითხი არ არის დასმული“, – აცხადებს ენმ-ს წევრი.