როდემდე შენარჩუნდება მაღლი ფასები ხახვზე

როგორც წესი, ქართული ხახვის სეზონი ივნისში იწყება. EastFruit – ის ანალიტიკოსები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ამ სეზონზე ბოსტნეულზე საბითუმო ფასები გასულ წელთან შედარებით ორჯერ მაღალია. მეტიც, ფასები უჩვეულოდ დიდი ხნის განმავლობაში რჩება მაღალ დონეზე. მაგალითად, 2019 წლის სეზონის დასაწყისში ხახვი ისევე ძვირი ღირდა, როგორც ამ სეზონში, მაგრამ აგვისტოში ფასებმა თანდათან კლება დაიწყო.

გასულ კვირას ქართული ბაზრის კვლევამ აჩვენა, რომ ერთი კილოგრამი ხახვი 0,48 დოლარად იყიდებოდა. შედარებისთვის, გასული სეზონის ამავე პერიოდში ფასები კილოგრამზე 0,20-დან 0,25 დოლარამდე მერყეობდა.

საქართველო ძლიერ არის დამოკიდებული ხახვის იმპორტზე. 2014 წლიდან მოყოლებული საქართველოს მოქალაქეების მიერ მოხმარებული ხახვის დაახლოებით 70% საზღვარგარეთიდან მოდის. მაღალი დამოკიდებულება იმპორტზე ნიშნავს, რომ ქვეყანაში ხახვთან ერთად უცხოური ფასებიც შემოდის. EastFruit – ის ფასების მონიტორინგი აჩვენებს, რომ ხახვის ფასი გაიზარდა რეგიონის მასშტაბითაც. საქართველომ ეს ფასები საგარეო ვაჭრობით შემოიტანა.

უახლოეს კვირებში, ქვეყანაში ადგილობრივი მარაგი გაიზრდება და მოსავლის აღება მთელი ქვეყნის მასშტაბით გრძელდება. ეს ხახვის ფასების კლებას გამოიწვევს, რადგან ქართულ ხახვს მხოლოდ ერთი მყიდველი ჰყავს – ადგილობრივი ბაზარი. შეზღუდული მარკეტინგული შესაძლებლობების გამო კი, ქართველ ფერმერებს სავარაუდოდ, ფასების შემცირება მოუწევთ.
წყარო: EastFruit
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share