“10 ლარის გამო ყველას დაავიწყდა “რუსეთი ოკუპანტია”, “სლავა უკრაინი”, “ბოიკოტი რუსულ პროდიქციას!”

ჟურნალისტი, მერაბ მეტრეველი ქართული კინოსაიტების გათიშვის საკითხს სოციალურ ქსელში ეხმაურება:

“უფასო და მეკობრული ქართული კინოსაიტები გაითიშა და უკვე რამდენიმე პოსტი შემხვდა, ჩვენ ქარტულ ფასიან საიტში ფულს არ გადავიხდით, ამიტომ სხვა ქვეყნების მეკობრულ საიტებზე გადავალთო. (აქ კი ყველა ხვდება, რომ ძირითადად რუსული საიტები იგულისხმება, რადგან ინგლისური იმ დონეზე, რომ კინოს უყურონ, ამ ქვეყანაში ზრდასრული მოსახლეობის ალბათ ერთმა პროცენტმაც არ იცის ჯერ).

მოკლედ, თვეში 10 ლარის გამო ყველას დაავიწყდა “რუსეთი ოკუპანტია”, “სლავა უკრაინი”, “ბოიკოტი რუსულ პროდიქციას!” და მისთანანი”, – წერს მეტრეველი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share