მსოფლიოში შიმშილის საფრთხე რეალურია – სურსათის რა მარაგი აქვს საქართველოს

შემოდგომის მოახლოებასთან ერთად, მსოფლიოში შიმშილის დაწყების საფრთხე სულ უფრო რეალური ხდება. მოსალოდნელი სასურსათო კრიზისის შესახებ უკვე არაერთი განაცხადი გაკეთდა, თანაც ზაფხულის პერიოდში, როდესაც მოსავლიანობის პერიოდია. პრობლემის კვალდაკვალ გაიზრდება მოშიმშილე ადამიანთა რაოდენობა. საინტერესოა,  ელის თუ არა საქართველოსაც პრობლემა და ჩვენთანაც მოსალოდნელია თუ არა შიმშილის დაწყება.

ვითარება ყველა მიმართულებით არასახარბიელოა. მსოფლიო ქვეყნები მორიგი დიდი გამოწვევის წინაშე არიან. ზოგიერთ რეგიონში შემოდგომიდან სასურსათო კრიზისს ელიან. ამის შესახებ არაერთი ინფორმაცა გავრცელდა და პრობლემა, რომელიც უკვე აშკარაა, მთელს მსოფლიოს მოიცავს.

პრობლემა მართლაც სერიოზულია, ვინაიდან კაცობრიობა ნამდვილად დგას შიმშილობის საფრთხის წინაშე და ამ ფონზე მნიშვნელოვანია, რა გამოწვევების წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს საქართველოს მოსახლეობა, რომელსაც დეფიციტზე მეტი პრობლემა გაზრდილი ფასების გამო ემუქრება.

სწორედ მოსალოდნელ პრობლემაზე საუბრობს აგრარული სფეროს სპეციალისტი, პროფესორი ბადრი რამიშვილი და აცხადებს, რომ შიმშილის საფრთხე მართლაც რეალურია, რაც ძირითადად აფრიკის დაბალშემოსავლიან ქვეყნებს ემუქრება.

„მსოფლიოში შიმშილის დაწყების საფრთხე ძალიან რეალურია. პირველ რიგში, ეს პრობლემა ემუქრება აფრიკის დაბალშემოსავლიან ქვეყნებს. მარცვლეულის ნაკლებობა დაიწყება ფასების მატებით. შესაბამისად, სურსათზე ხელმისაწვდომობას დაკარგავენ ის ქვეყნები, სადაც ღარიბი მოსახლოება ცხოვრობს.

საქართველოს უფრო სხვა ტიპის საფრთხე ექმურება, სადაც წმინდა ლოგისტიკურ პრობლემებს ვგულისხმობ, რადგან ჩვენ კონფლიქტის და დაძაბულობის ეპიცენრტში ვართ, რაც, რა თქმა უნდა, ლოგისტიკურ საფრთხეებს ჰქმნის”, – განაცხადა ბადრი რამიშვილმა.

ასეთ პირობებში, მაშინ, როდესაც გლობალური შიმშილია მოსალოდნელი, სხვადასხვა ქვეყნები პროდუქციას იმარაგენ. საინტერესოა, რა ხდება საქართველოს შემთხვევაში. რისი მარაგი აქვს ქვეყანას და რა რესურსი გააჩნია სურსათის მომარაგების მიმართულებით.

ბადრი რამიშვილი ამბობს, რომ საწამორებში მარცვლეულის 2-3 თვის მარაგი არის ხოლმე.

„რაც შეეხება პროდუქციის მარაგს, მე რამდენადაც ვიცი, თვითონ საწამორებში არსებული მარაგი 2-3 თვის არის ხოლმე. ძირითადი აქცენტი მარცვლეულზე კეთდება. სასურსათო უსაფრთხოების საფუძველი არის სწორედ მარცვლეული. მარცვლეული თუ გაქვს, გამოდის, რომ ყველაფერი გაქვს.

საერთოდ, სახელმწიფოს ძალისხმევაა საჭირო იმისთვის, რომ ქვეყანაში მარაგი შეიქმნას, სხვანაირად არ გამოვა. ზუსტად არ ვიცი შესანახი საწარმოების სიმძლავრე რამდენია, მაგრამ არამგონია, რომ საქართველოში დიდი რაოდენობით ხორბლის შენახვა იყოს შესაძლებელი, ელევატორების არარსებობიდან გამომდინარე, მაგრამ 2-3 თვის მარაგი რომ არის მუდმივად, ეს ზუსტად ვიცი.

ადგილობრივი წარმოების მიმართულებით საჭიროა სისტემური და ინტენსიური სახელმწიფო ღონისძიებები და არა ის, რაც ტარდება დღეს”, – დასძინა  ბადრი რამიშვილმა.

მდგომარეობა კრიტიკულ ზღვარს ნელ-ნელა უახლოვდება. შემოდგომიდან ვითარება საკმაოდ გამწვავდება, რისი მოგვარება და მასშტაბური პრობლემის თავიდან აცილება მხოლოდ და მხოლოდ ომის დასრულებით არის შესაძლებელი.

ადგილობრივ წარმოებაზე და მის განვითარებაზე აკეთებს აქცენტს პროფესორი პაატა კოღუაშვილი და აცხადებს, რომ საქართველოს ბიოპოტენციალს 10-12 მილიონი ადამიანის გამოკვება შეუძლია, ამ დროს კი ქვეყანა იმპორტზეა ჩამოკიდებული.

„ჩვენი გეოკლიმატიური პირობების ქვეყანას, სიმანდვილეში საყიდელი არაფერი არ აქვს, ჩვენ ყველაფერი უნდა გვქონდეს, მაგრამ ეს არის ისეთი პოლიტიკა, რომელიც მიმართულია იქითკენ, რომ საქართველო დამშეული და ხელგაწვდილი იყოს.

არ შეიძლება საქართველო ხორბალს არ თესავდეს. ჩვენ ყველა პირობა გვაქვს იმისათვის, რომ ჩვენი მოთხოვნილების 60-65% ხორბალი ვაწარმოოთ, მაგრამ 10%-საც ვერ ვაწარმებთ. წისქვილკომბინანტების გაჩერება კი უდიდესი საფრთხეა.

საქართველოს ბიოპოტენციალს 10-12 მილიონი ადამიანის გამოკვება შეუძლია მაგრამ ჩვენ, დღეს, 3.5 მილიონი ადამიანი გამოკვება არ შეგვიძლია. იმას რასაც ჩვენ ვაწარმებთ, მხოლოდ და მხოლოდ 3-4 თვე გვყოფნის, იმპორტზე ვართ დამოკიდებული, თუ რას შემოვიტანთ გარედან.

ჩვენ არ გვქონდა არც ბოსტნეული, არც კარტოფილის და არც იმ პროდუქტების პრობლემა, რომელიც აუცილებელია ადამიანთა კვებისათვისთვის. ბოლო 10 წელს თუ შევხედავთ, 6.200.000.000 მილიონი დოლარის უარყოფითი სალდო გვაქვს სურსათში.

ჩვენი მთავარი ამოცანა უნდა იყოს მარცვეულის, მეცხოველეობის, მეფრინველეობის, თევზის, მზესუმზირის ზეთის, რძის პროდუქტების წარმოება და განვითარება. თუ სოფელი ფეხზე არ დავაყენთ და გლეხკაცი არ გავაძლიერეთ, არაფერი არ გამოვა. დღეს ქვეყანაში კრიზისი იმ კაცის გამოა, ვინც პროდუქციას აწარმოებს, ანუ გლეხკაცის, რადგან მას მუშაობის არავითარი სტიმული არ გააჩნია. ჩვენ ცუდ დღეში ვართ, მძიმე ზამთარი და ასევე გაზაფხული გველოდება.

საქართველოს სოფლის მეურნეობამ, მოსახლოების წინაშე, თავისი ამოცანები რომ შეასრულოს, აუცილებელია, მისი დაქუცმაცებული საწარმოო ბაზის კონსოლიდაცია. საქართველოს მთავრობამ ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები უნდა გადადგას. ასევე, სახელწმიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწის პრივატიზაცია უნდა მოხდეს საქართველოს მოსახლეობაზე, რაც ხელს შეუწყობს მიწების გაერთიანებას”, – განაცხადა პაატა კოღუაშვილმა.

წყარო – რეზონანსი

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share