“რუსეთი მიდის ვა-ბანკზე, მისი მსხვრევის წლები დადგა… საქართველოს ხელისუფლებავ, ახლა მაინც შეუერთდი ანტიმპერიულ დასავლეთს”-დავით ბერძენიშვილი

რუსეთი მიდის ვა-ბანკზე, მისი მსხვრევის წლები დადგა… საქართველოს ხელისუფლებავ, ახლა მაინც შეუერთდი ანტიმპერიულ დასავლეთს, – ამის შესახებ “რესპუბლიკური პარტიის” ერთ-ერთი ლიდერი დავით ბერძენიშვილი სოციალურ ქსელში წერს:

“დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიეს, ხერსონის “რეფერენდუმებით” მიერთების (23- 27 სექტემბერი) შემდეგ რუსეთი თავის ” ტერიტორიულ მთლიანობას” ყირიმთან ერთად ამ ოლქებზეც გაავრცელებს. დღევანდელი ბრძანებულების შემდეგ ომი გაგრძელდება “რუსეთის ტერიტორიაზე”.

ასიათასობით რუს მებრძოლს მოსკოვიდან, პეტერბურგიდან, ეკატერინბურგიდან, ნიჟნი ნოვგოროდიდან თუ როსტოვიდან თუ გეოგრაფიულად ევროპული რუსეთის სხვა რეგიონებიდან გარეკავენ საომრად და ათიათასობით დაღუპული მალევე კუბოებად დაუბრუნდებათ მათ ოჯახებს. ესაა რეალობა. პუტინი მიდის ვა- ბანკზე. დასავლეთი მას ხვდება მომზადებული. უკრაინა – მით უმეტეს. რუსეთის მტვრევა/მსხვრევის წლები დადგა.

საქართველოს ხელისუფლებავ, ახლა მაინც გაიაზრე ეს და შენივე ინტერესებიდან გამომდინარე, საკუთარი ტყავის გადასარჩენად (აბა, ბიძინა ივანიშვილს, მის ხეპრე ირაკლებს, დამთხვეულ ოთხეულს და ა.შ. სახელმწიფო ინტერესსა და სამშობლოზე არც ველაპარაკები), შეუერთდი ანტიიმპერიულ დასავლეთს,” – წერს დავით ბერძენიშვილი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share