„ქვეყანა უმწვავესი მიგრაციული კრიზისის ზღვარზეა“, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე „ფეისბუქის“ პირად გვერდზე წერს.
მის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
„მტრული სახელმწიფოს ათი ათასობით მიგრანტი საზღვარზეა მომდგარი.
ქვეყანა უმწვავესი მიგრაციული კრიზისის ზღვარზეა.
სასწრაფოდ უნდა შემოვიღოთ სავიზო რეჟიმი, მივიღოთ მხოლოდ კონკრეტული კრიტერიუმების და რაოდენობის ფარგლებში.
ცნობისთვის, ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა და ფინეთმა ფაქტობრივად ჩაკეტეს საზღვარი.
აქვე დავწერ, როგორი ფრუსტრირებული და უიმედოც არ უნდა ვიყოთ, კარგად ორგანიზებული საპროტესტო წინააღმდეგობის გარეშე შედეგს ვერ დავდებთ. მოქმედების დროა,“- წერს ქადაგიძე.