„ხალხს უკანონო ვალები უნდა ჩამოეწეროს“ – დავით ჭიჭინაძე

„ხალხს უკანონო ვალები უნდა ჩამოეწეროს და ადამიანები ვალის ჯოჯოხეთური წნეხისგან გათავისუფლდნენ“ – აცხადეს პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერი დავით ჭიჭინაძე.

„აი, ამის გარშემო უნდ გაერთიანდეს ყველა თავმოყვარე პოლიტიკოსი.
მათი ეს კონსტრუქტორივით დაშლა-აწყობა კი უკვე მართლა სამარცხვინო გახდა.

მოკლედ,  დღეს ბანკები სესხად იმ ფულს გასცემენ, რაც მათ რეალურად არ გააჩნიათ, რაც ნიშნავს იმას, რომ  საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით 60-65 % ბუნებაში არარსებულ ვალი ადევს და იხდის რაც მთავარია.

შედეგი: ხალხი ღატაკდება, ვალებით იტენება და ქვეყნიდან გარბის.ყველაზე კომფორტულად კი ისევ ივანიშვილია.რადგან ქვეყანა ძველი მევახშური სისტემით იმართება – ადამიანებს ბანკების ვალები აქვთ, ბანკებს კი ივანიშვილის, ანუ, სანამ პოლიტიკაში ფული იქნება მთავარი და არა ხალხისთვის მსახურება, სანამ ფულით დააპირებენ არჩევნების მოგებას,არასოდეს არაფერი გვეშველება, ივანიშვილს ფულით ვერასოდეს მოუგებ და იმიტომ,“ – აცხადბს ჭიჭინაძე.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share