“რეპორტიორები საზღვრებს გარეშე” თბილისის სააპელაციო სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას ეხმაურება, რომელმაც ნიკა გვარამია პატიმრობაში დატოვა. RSF გმობს მეორე ინსტანციის გადაწყვეტილებას:
“ოპოზიციური ტელეარხის, “მთავარი არხის” დირექტორმა ნიკა გვარამიამ საჩივარი [სააპელაციო] მას შემდეგ შეიტანა, რაც მაისში, „თანამდებობის ბოროტად გამოყენებისთვის“, რუსთავი 2-ის დირექტორობის პერიოდში, 3,5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.
RSF გმობს, რომ მისი საჩივარი უარყოფილია” წერს ორგანიზაცია.