ოსმალეთის დიპლომატია – როგორ ღებულობს ერდოღანი სარგებელს რუსეთ-უკრაინის ომით

თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ ტაიპ ერდოღანი ფლობს უნარს, ყველაზე რთული სიტუაციიდანაც კი ნახოს სარგებელი. ავტორიტალური ლიდერი კარგ ურთიერთობას ინარჩუნებს მოსკოვთანაც და კიევთანაც, უკრაინაში ომის პირობებში კი, ის ცდილობს, საკუთარი ავტორიტეტი აიმაღლოს – წერს BBC-ის რუსული გამოცემა.

ერთი ხელით, თურქეთი თანამშრომლობს მოსკოვთან, უარს ამბობს სანქციების დაწესებაზე და არც ქვეყნებს შორის რეისებს ცვლის. მეორეთი კი, უკრაინას აწვდის უპილოტო დრონებს და მარცვლეულის შეთანხმებაში პუტინის უკან მოტოვებას ცდილობს.

ერდოღანის ზეგავლენა იზრდება, მაგრამ რამდენ ხანს გასტანს მისი ორმაგი თამაში და რამდენად არ აისახება ეს ყველაფერი თურქეთის შიდა პოლიტიკურ და ეკონომიკურ ამბებზე, უცნობია.

“ულვაშებიანი ტარაკანი”

2018 წლის მაისი. პრეზიდენტობის კანდიდატის გამოცხადებამდე 6 თვით ადრე, ზელენსკიმ, თურქეთში იუმორისტული სცენა დადგა. ოსმალეთის იმპერიის პერიოდის პოპულარულ თავსაბურავში, რომელიც ათათურქის დროს აკრძალული იყო, მომავალმა პრეზიდენტმა ერდოღანს „ულვაშებიანი ტარაკანი“ უწოდა.

zele-1669037507.png

ოთხი წლის შემდეგ სურათი შეიცვალა.ზელენსკი და ერდოღანი ოფიციალური პარტნიორები ხდებიან.

ამ ოთხმა წელმა შეცვალა თურქეთიც და უკრაინაც. იუმორისტული სცენები დავიწყებას მიეცა…

თურქეთი აღმოჩნდა ერთ-ერთი იმ რამდენიმე ქვეყანას შორის, რომელმაც 2014 წლის ყირიმის ანექსიისა და დონბასის ნაწილის ოკუპაციის შემდეგ, დათანხმადა მიეყიდა უკრაინისთვის თავისი უპილოტოები, რომლებიც დღეს უკვე უკრაინის ბრძოლის ერთ-ერთი სიმბოლო გახდა.

თურქეთის პრეზიდენტი ყოველთვის ცდილობდა, ქვეყანა რეგიონში გავლენიანი პოლიტიკური მოთამაშე ყოფილიყო.

ომის პროცესში თურქეთი აგრძელებს Bayraktars-ის მიწოდებას უკრაინაში, ხოლო თვითმფრინავების კომპანია Baykar-მა, ომის მიუხედავად, უკვე დაიწყო კიევში ქარხნის მშენებლობა.

თავად ზელენსკი თურქეთში წარმოებულ ჯავშანს ატარებს.

ომის დაწყებიდანვე თურქეთმა მოაწყო მოლაპარაკებები რუსეთსა და უკრაინას შორის, მონაწილეობა მიიღო პატიმრების გაცვლაში და დაეხმარა უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის შესახებ შეთანხმების დადებას.

მაგრამ რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება ომი, მით უფრო მეტი კითხვა უჩნდება უკრაინასა და დასავლეთის ქვეყნებს თურქეთის მიმართ. ერთის მხრივ, ერდოღანი ღიად გმობს რუსეთის ქმედებებს უკრაინაში და ამტკიცებს, რომ ოკუპირებული ტერიტორიები – მათ შორის ყირიმი – უკრაინის კონტროლის ქვეშ უნდა მოექცეს. მეორე მხრივ, თურქეთი გახდა ნატოს ერთადერთი ქვეყანა, რომელმაც მოსკოვს სანქციები არ დაუწესა.

ssss-1669037551.png

ერდოღანი მოლაპარაკებებში

თურქეთი არ შეუერთდა ევროპას, რომელმაც დახურა საჰაერო სივრცე და რუსული თვითმფრინავები აგრძელებენ ფრენებს თურქეთის აეროპორტებში. ქვეყანაში მიღებულ იქნა “მირ-ის“ ბარათები და რუსებს უფლება მიეცათ, უპრობლემოდ გაეხსნათ ანგარიშები ადგილობრივ ბანკებში. რომ აღარაფერი ვთქვათ იმაზე, რომ ევროპამ უარი თქვა რუსულ გაზზე, ის კვლავ თურქეთისკენ მიედინება.

ევროპელმა და ამერიკელმა პოლიტიკოსებმა ნათლად აჩვენეს, თუ როგორ აღშფოთებულნი არიან ერდოღანის საქციელით, რომელიც არსებითად ეხმარება რუსეთს. ამ შიშებს იზიარებენ უკრაინაშიც, სადაც ერდოღანის კრიტიკა ზაფხულის დასაწყისიდან ისმის. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ბოლო თვეებში უკვე ორჯერ დაიბარა თურქეთის ელჩი, რათა “შეშფოთება გამოეხატა” რიგ საკითხებზე. უკრაინის ელჩმა თურქეთში ღიად დაადანაშაულა ერდოღანი მარცვლეულის ყიდვაში, რომელიც რუსეთმა უკრაინიდან მოიპარა.

ანკარა კი, რუსეთთან მჭიდრო თანამშრომლობას მისი ინტერესების დაცვით ხსნის: მოსკოვი რჩება გაზისა და ნავთობის მთავარ მიმწოდებლად. გარდა ამისა, ზაპორიჟჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე იყო კატასტროფის საფრთხე: თუ ის განხორციელდებოდა, ეს პირდაპირ გავლენას მოახდენდა თურქეთზე.

როგორც ჩანს, არსებობს კოზირები: თურქეთისთვის ყველაზე მნიშვნელოვან როლს სწორედ ევროკავშირთან ურთიერთობა თამაშობს, რადგან ევროკავშირი არის ანკარას უმსხვილესი პარტნიორი როგორც იმპორტში, ასევე ექსპორტში, ასევე ინვესტიციების მთავარი წყარო.

გარდა ამისა, ამ სიტუაციაში, როდესაც ერდოღანი რჩება თითქმის ერთადერთ მსოფლიო ლიდერად, რომელიც აგრძელებს რეგულარულ კომუნიკაციას ვლადიმერ პუტინთან, დასავლეთს ესმის, რომ ეს არის შესაძლებლობების ფანჯარა, თუმცა მცირე, უკრაინაში სიტუაციის მოსაგვარებლად.

პოლიტიკოსი და აპარატი

სირიის ომმა ერდოღანი და პუტინი ერთგვარ მოწინააღმდეგეებად აქცია, როდესაც რუსული ჯარი ომში ბაშარ ალ-ასადის მხარეს შევიდა, თურქეთი კი ოპოზიციას უჭერდა მხარს.

2015 წლის ნოემბერი რჩება ყველაზე მტკივნეულ თვედ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობაში, როდესაც თურქეთმა სირია-თურქეთის საზღვართან რუსული ბომბდამშენი ჩამოაგდო. მოსკოვმა ოფიციალური ბოდიში მოითხოვა, ანკარა დაჟინებით ამტკიცებდა, რომ მას ცეცხლის გახსნის უფლება ჰქონდა. საჯარო მონანიების მოლოდინის გარეშე, ვლადიმერ პუტინმა სასაქონლო ემბარგოთი უპასუხა და რუსებს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა, რომლის ეკონომიკა დიდად არის დამოკიდებული ტურიზმზე. ფაქტობრივად, მაშინ თურქეთთან ურთიერთობა გაწყდა.

ამ ესკალაციის დროს, რუსეთი ამტკიცებდა, თითქოს თურქეთის პრეზიდენტი ისლამური ექსტრემისტებისგან ნავთობის ფარულ შესყიდვებში იყო ჩართული. ერდოღანმა პირობა დადო, რომ გადადგება, თუ ვინმეს შეეძლო მტკიცებულებების მიწოდება. მაგრამ მოსკოვმა გადაწყვიტა არ დაემტკიცებინა თავისი სიტყვები.

შვიდი თვის შემდეგ ერდოღანმა პუტინს წერილი გაუგზავნა, სადაც სამძიმარი გამოუცხადა გარდაცვლილი პილოტის ოჯახს და ბოდიში მოიხადა მისი გარდაცვალების გამო. მაგრამ – ჩვეული წესით – ბოდიში არ მოუხადა ბომბდამშენის განადგურებას. ამის მიუხედავად, მისმა გეგმამ იმუშავა და ორ ქვეყანას შორის დიალოგი განახლდა.

sssdgdg-1669037466.png

რამდენიმე კვირის შემდეგ ერდოღანი სამხედრო გადატრიალების მცდელობამ შეაწუხა. თავად პრეზიდენტის დაჭერა ვერ მოხერხდა, რომელიც იმ დროს ხმელთაშუა ზღვის კურორტზე ისვენებდა და გადატრიალება ჩაახშეს.

პუტინი იყო პირველი უცხოელი ლიდერი, რომელმაც ერდოღანს დაურეკა. მალე ერდოღანი სანქტ-პეტერბურგში ჩაფრინდა რუსეთის პრეზიდენტთან პირადი შეხვედრისთვის. იმდროინდელი რიტორიკა განსხვავდებოდა დღევანდელისგან: ერდოღანმა პუტინს მეგობარი უწოდა და მადლობა გადაუხადა შეხვედრის შესაძლებლობისთვის.

მაგრამ პრობლემები ამით არ დასრულებულა. 2019 წელს რუსეთი და თურქეთი კვლავ აღმოჩნდნენ საპირისპირო მხარეს ჩრდილო-აღმოსავლეთ სირიაში. და ერთი წლის შემდეგ ისინი ფაქტობრივად, ომის ზღვარზე იყვნენ: ერდოღანი დაემუქრა სამხედრო ოპერაციით სირიის სამთავრობო ძალებს, ხოლო რუსეთი ასადის მხარდაჭერას დაპირდა.

დაპირისპირების ასპარეზი იყო არა მხოლოდ სირია, არამედ ლიბიაც, სადაც პუტინი და ერდოღანი ადგილობრივ სამოქალაქო ომში სხვადასხვა მხარეს იდგნენ.

პუტინი და ერდოღანი

ერდოღანსა და პუტინს ხშირად ადარებენ ერთმანეთს. ორივე ხელისუფლებაში მოვიდა საკუთარ ქვეყნებში რთული პერიოდის შემდეგ, შესთავაზა ხალხს სტაბილურობა, დგანან ტრადიციულ ღირებულებებზე, გახდნენ ავტორიტარული ლიდერები, დაიწყეს რეპრესიები ოპონენტების, ასევე ჟურნალისტებისა და სამოქალაქო აქტივისტების წინააღმდეგ.

რუსეთი რჩება თურქეთის მთავარ პარტნიორად გაზის სექტორში, მაგრამ ერდოღანმა კარგად იცის, რომ მოსკოვს ყოველდღიურად სულ უფრო ნაკლები ბაზარი აქვს და ეს ნიშნავს, რომ რუსეთი არ გარისკავს. ამას იაზრებს ვლადიმერ პუტინიც, რომელმაც ერდოღანს შესთავაზა შექმნას “გაზის კერა” თურქეთში – გაზის გამანაწილებელი ცენტრი, რომლის მეშვეობითაც ყველა ძირითადი მარაგი გავა.

turk-1669037432.png

ერდოღანი, რა თქმა უნდა, დათანხმდა. თუ ასეთი პროექტი განხორციელდება, თურქეთი გახდება მთავარი შუამავალი გაზის გაყიდვაში, ამას გარდა, ის მიიღებს საჭირო ინფრასტრუქტურას. პუტინი ასევე იმედოვნებს, რომ ასეთი სქემა საშუალებას მისცემს გაზის მიყიდვას ევროპისთვის, რომელსაც არ დასჭირდება რუბლით გადახდა სანქცირებულ რუსულ ბანკებთან.

პრაქტიკაში კი ყველაფერი უფრო რთულია. ამჟამინდელი გაზსადენი „თურქული ნაკადი“ შედგება ორი ხაზისგან, რომელთაგან ერთი გაზით აწვდის თურქ მომხმარებელს, ხოლო მეორე – სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს. მაგრამ ევროპის სამხრეთი ტექნიკურად ვერ მიიღებს დიდი მოცულობის გაზს.

მთავარი პრობლემა კი, ამ საკითხში არ არის ტექნიკური პრობლემა. საკითხავია, მზად იქნება თუ არა ევროპა იყიდოს „თურქული“ გაზი ამ ჰაბში, იმის გაცნობიერებით, რომ დიდი ალბათობით რუსულს ყიდულობს?

“ძალაუფლების გონივრული ჩვენება”

ჯერჯერობით ერდოღანი ახერხებს სარგებლობის მიღებას უკრაინის ომით, მაგრამ რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება დაძაბული ვითარება სამეზობლოში, მით უფრო რთული იქნება მისთვის.

შემოდგომაზე რუსეთი ცალმხრივად გამოვიდა მარცვლეულის შეთანხმებიდან და დაადანაშაულა უკრაინა, თითქოსდა გამოიყენა „უსაფრთხოების დერეფანი“ რუსეთის ფლოტზე თავდასხმისთვის. თუმცა, საკმაოდ მოულოდნელად, მხოლოდ 72 საათისა და ერდოღანთან ერთი საუბრის შემდეგ, ვლადიმერ პუტინმა გადაიფიქრა.

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ხელმძღვანელის მრჩეველი მიხაილ პოდოლიაკი დარწმუნებულია, რომ პუტინმა გადაიფიქრა „ძალის გონივრული დემონსტრირება“, რომელსაც უკრაინელმა პოლიტიკოსმა „ოსმალეთის დიპლომატია“ უწოდა.

ერდოღანი „ოსმალეთის დიპლომატიას“ იყენებს არა მხოლოდ მოსკოვთან და კიევთან დიალოგში. ის ხედავს დიდ პოტენციალს აფრიკაში თავისი გავლენის გავრცელებისთვის. თურქეთის ახალი ოფისები მუდმივად იხსნება აფრიკის ქვეყნებში. თურქეთს კონტინენტზე მას 43 საელჩო აქვს.

მაგრამ ერდოღანს ერთი პრობლემა აქვს. საპრეზიდენტო არჩევნები თურქეთში მომავალ ზაფხულს არის დაგეგმილი. და მიუხედავად იმისა, რომ მისი გამარჯვებები მსოფლიო ასპარეზზე შეიძლება შთამბეჭდავი ჩანდეს, ის, რაც სახლში ხდება, ბევრად უფრო მნიშვნელოვანია ამომრჩევლებისთვის.

მომავალი პრეზიდენტი?!

თუ საგარეო პოლიტიკაში ერდოღანმა მოახერხა გარკვეული წარმატების მიღწევა, საშინაო პოლიტიკაში ის სერიოზულ პრობლემებს აწყდება.

თურქეთში მძიმე ეკონომიკურ კრიზისშია. ინფლაცია, მხოლოდ ოფიციალური შეფასებით, 85%-ზე მეტია. ეს არის ანტირეკორდი ბოლო 24 წლის განმავლობაში. ფასები თითქმის ყველაფერზე მატულობს, მაგრამ ყველაზე შესამჩნევი ნახტომი არის საკვებსა და ტრანსპორტში.

ინფლაციის მიზეზი არის ლირის მუდმივი ვარდნა, რომელიც 2021 წლის შემოდგომაზე დაიწყო, როდესაც თურქეთის ცენტრალურმა ბანკმა შეამცირა მონეტარული პოლიტიკის ძირითადი განაკვეთი.

ტრადიციულად, ცენტრალური ბანკები მთელს მსოფლიოში ცდილობენ გაზარდონ განაკვეთები ინფლაციის კონტროლის მიზნით. მაგრამ რეჯეფ ერდოღანს აქვს საკუთარი შეხედულება ცენტრალური ბანკის მონეტარული პოლიტიკის შესახებ. დღევანდელი კრიზისი არის მთავარი პრობლემა ერდოღანისთვის, რომლის რეჟიმი დიდწილად ეყრდნობოდა ეკონომიკის სტაბილიზაციის დაპირებებს – მოქმედი პრეზიდენტი ხელისუფლებაში 1998 წლის ეკონომიკური კრიზისის შემდეგ მოვიდა.

untitled-1669037310.png

თურქეთში არჩევნები 2023 წლის ზაფხულშია დაგეგმილი. ადმინისტრაციულმა რესურსმა რიგ შემთხვევებში უკვე დაიწყო მუშაობა – პოტენციური კანდიდატების წინააღმდეგ, რომლებსაც კარგი შანსები აქვთ მომავალ არჩევნებში. სტამბოლის მერს, ეკრემ იმამოღლუს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრების შეურაცხყოფაში ადანაშაულებენ. თუ ეს მოხდება, მას 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთა და ხელმძღვანელ თანამდებობების დაკავების აკრძალვა ემუქრება.

იმამოღლუს რესპუბლიკური სახალხო პარტიის თანამოაზრეები ამ საქმეს არჩევნებს უკავშირებენ და ვარაუდობენ, რომ ერდოღანი ცდილობს თავი დააღწიოს პოტენციურ ოპოზიციურ კანდიდატს.

ყველაფრის მიუხედავად, ერდოღანის შანსები მაინც მაღალია. ქვეყნის მთავრობამ დაიწყო სუბსიდირების პროგრამა – “მას ჯერ კიდევ აქვს გავლენის ყველა ბერკეტი, მათ შორის საარჩევნო კომისია, ის აკონტროლებს მედიას. ასე რომ, ეს არ იქნება თანაბარი კონკურენცია ყველა მონაწილისთვის”, – აღნიშნავს ექსპერტი.

ერდოღანის საარჩევნო შანსების მიუხედავად, უახლოეს თვეებში ის კვლავ შუამავლად დარჩება უკრაინას, რუსეთსა და დასავლეთს შორის.

რადგან სხვა შუამავლები უბრალოდ, არ არსებობენ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share