უკრაინაში ჩავარდნის ფონზე, პუტინის ერთადერთი გამარჯვება სააკაშვილის წამებაა – მარგველაშვილი

”ბევრი რამე შეიძლება ადამიანს ჰქონდეს დაშავებული, მაგრამ ისეთი ვერ ექნება დაშავებული, რომ წამებით, ციხეში მოკლა. ჩვენ ვცხოვრობთ სახელმწიფოში, რომლის ხელისუფლებაც პირდაპირ ასრულებს რუსულ დირექტივებს. რუსული დირექტივების კონტექსტში, ფაქტობრივად მთელი იმ წარუმატებლობის და მარცხის ფონზე, რომელსაც მათ უკრაინელები და ასევე ქართველი მებრძოლები უკრაინაში მიაყენებენ, ამის ფონზე პუტინის ერთადერთი გამარჯვება მსოფლიოს მასშტაბით არის ის, რომ დღეს სააკაშვილს აწამებენ. შეიძლება ითქვას, რომ მეტი გამარჯვება პუტინს დღეს აღარ აქვს – ის სრულ მარცხშია. ზვიად გამსახურდიას შემდეგ, ახლა კიდევ მიხეილ სააკაშვილისთვის ასეთი სიცოცხლის მოსწრაფება, კითხვას დასვამს “საერთოდ ცივილიზაციის რომელ მხარეს ვდგავართ ჩვენ ყველა ერთად – არა ნაციონალი, არა ქართული ოცნების ამ რომელიმე პარტიის წევრი, არამედ ყველა ერთად”.

განაცხადა საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა შაბათის ფორმულას ეთერში.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share