“საქართველო ყოფნა არ ყოფნის ზღვარზეა” – მიხეილ სააკაშვილი

გაერთიანებული ოპოზიცია – “ძალა ერთობაშია” გორში მაჟრიტარობის კანდიდატის, ბადრი ბასიშვილის წარადგენაზე, მოსახლეობას საქართველოს მესამე პრეზიდენტმა სიტყვით მიმართა . მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ 2020 წლის არჩევნები საქართველოსთვის გადამწყვეტია.

“ახლა ჩვენ გვაქვს გადამწყვეტი ბრძოლა, საქართველო ყოფნა არ ყოფნის ზღვარზეა. ეს არის ან ქართული სახელმწიფოს სიკვდილი ან გამარჯვება, ან ჩვენი შვილების მომავლის სიკვდილი ან გამარჯვება, ან უფროსი თაობების სიკვდილი კორონავირუსისგან, ან შიმშილისგან და სიღარიბისგან, ან გამარჯვება და ვინაიდან სიკვდილი ჩვენ არ გვიზიდავს ვინაიდან ვერც ერთი დაავადება ჩვენ ვერ უნდა გვამარცხებდეს, ვინაიდან შიმშილობა ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს, ამიტომ არანაირი სიკვდილი მხოლოდ გამარჯვება და ჩვენ ამისთვის ვემზადებით.” – თქვა მიხეილ სააკაშვილმა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share