ლანჩხუთში 9 თვის ბავშვს კორონავირუსი დაუდასტურდა

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, 9 თვის ბავშვი კორონავირუსით დაინფიცირდა. ვისგან გადაედო ბავშვს ვირუსი ეპიდემიოლოგებისთვის თავსატეხად იქცა, რადგან ბავშვის მშობლები და ოჯახისწევრები ჯანმრთელები არიან.

ეს ინფორმაცია „გურიის მოამბეს“ ლანჩხუთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ხელმძღვანელმა, ნატო მენაღარიშვილმა დაუდასტურა.

„9 თვის ბავშვია ინფიცირებული, მშობლებს და ოჯახისწევრებს ვირუსი არ ქონიათ, ძალიან საყურადღებო შემთხვევაა და იშვიათი, თუმცა უკვე ისეთ ფაზაში ვართ, ვეღარ განსაზღვრავ ინფიცირების წყაროს. კონტაქტები მოკვლეულია და მიმდინარეობს შესაბამისი სამუშაოები.“- გვითხრა მენაღარიშვილმა.

შეგახსენებთ, გურიის რეგიონში 24 საათში კორონავირუსის 35 შემთხვევა დადასტურდა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share