არავინ და არასდროს არ შეზღუდავს გამოხატვის და სიტყვის თავისუფლებას – გახარია შეზღუდვებზე

პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანია, რომ შეზღუდვების ფარგლებში მომავალი 2 თვის მანძილზე ვირუსის გავრცელების სისწრაფე შეაჩერონ. მისი განცხადებით, ქვეყანაში არავინ და არასდროს გამოხატვის და სიტყვის თავისუფლებას არ ზღუდავს.

“ჩვენ ყველამ ერთად უნდა დავიცვათ ის კანონები და შეზღუდვები, რომლებიც უმნიშვნელოვანესია იმისთვის, რომ დავიცვათ ერთმანეთი, ჩვენი მოხუცები, რა თქმა უნდა, ქვეყანაში არავინ და არასდროს არ შეზღუდავს არც გამოხატვის თავისუფლებას, არც სიტყვის თავისუფლებას, თუმცა ის მოთხოვნები, რომლებსაც დღეს გვიყენებს კანონი, ეპიდემიოლოგები და ექიმები, არ არის ისეთი რთული, ჩვენ შეგვიძლია შევინარჩუნოთ როგორც ჩვენი გამოხატვის თავისუფელბა, ამასთან ერთად დავიცვათ ელემენტარული წესები”, – თქვა გიორგი გხარიამ.

მან შინაგან საქმეთა სამინისტროს სთხოვა, რომ წესები, რომლებიც დადგენილია და არანაირად არ უშლიან ხელს გამოხატვის თავისუფლების სტანდარტის დაწესებას, აღსრულებული იყოს მაქსიმალური სიმკაცრით.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share