რა კავშირი აქვს რომაულ “სატურნალიას” გურულ “კალანდასთან”

რომის იმპერიაში ცნობილი იყო და დიდი პოპულარობით სარგებლობდა სატურნის საპატივცემულოდ გამართული დღესასწაული – სატურნალია (Saturnalia), რომელიც რომში იწყებოდა დეკემბერის თვეში (17 ან 23 რიცხვში) მოსავლის აღებისა და დაბინავების შემდეგ. დღესასწაული მიმდინარეობდა თამაშების, გლადიატორების ბრძოლების, საცირკო სანახაობების და ნადირობის თანხლებით (venationes et quae vocantur munera attributae sunt).
.
სატურნალია იწყებოდა რომის ფორმზე სატურნის ტაძრის წინ რომაელი პარტიციების ნადიმით, ხოლო რომაელების ოჯახებში დღესასწაულს იწყებდნენ ღორის დაკვლით. რის შემდეგაც იწყებოდა საყოველთაო სახალხო დღესასწაული, მოსახლეობა გამოდიოდა ქუჩაში ხმამაღალი შეძახილებით – Io Saturnalia, ხალხი ერთმანეთს ჩუქნიდა საჩუქრებს, ანთებდნენ ცვილის სანთლებს ზამთრის ბუნიობის დაყების ნიშნად (21 დეკემბერი), დღესასწაული გრძლდებოდა 5-7 დღის განმავლობაში.
.
იგივე სახის გართობა ძალიან პოპულარული იყო ბიზანტიაშიც, თუმცა საეკლესიო მამები ეწინააღმდგებოდნენ წარმართულ დღესასწაულს, რომელიც გარდასახული ფორმით დაუკავშირდა წმინდა ბასილის ხსენების დღეს (1 იანვარი). ამ დღესაწაულის ამსახველ ფესკებზე არის გამოსახული ღორის თავის საჩუქრად მირთმევის სცენები.
.
როგორც სატუნალიასთან დაკავშირებული ისე წმინდა ბასილის დღესთან დაკავშირებული წესჩვეულებები შემორჩენილია ევროპის ხალხებში, რა დროსაც ღორის ხორცი და ღორის თავი არის დღესასწაულის სავალდებულო დეტალი.
.
აინალოვისა და რედინის (Д. Айналов и Е. Рѣдин 1889) ნაშრომის მიხედვით ინგლისელები, გოთები და დანიელები დღემდე აცხობენ ტახის ფუგურას და დებენ საშობაო მაგიდაზე სხვა ფიგურებთან ერთად, რომელიც ხელუხლებელია სადღესასწაულო დღეებში და ითვლება, რომ ესაა სიუხვის სიმბოლო. ასევე აღნიშნულია, რომ გოთები და ინგლისელები წარმართობის დროს ტახს სწირავდნენ კერპებს შობის წინა დღეს (ანუ იმ დღეებში რომელიც შობას ემთხვევოდა).
.
იგივე ნაშრომის მიხედვით რუმინელები წმინდა ბასილის დღეს მაგიდაზე დებენ Vasilica-ს, რომელიც წარმოადგენს ქსოვილით, მძივებით და ლენტებით მორთულ ღორის თავს, რომელსაც შემდეგ გამოიტანენ დაატარებენ სიმღერის თანხლებით.
.
საქართველოში შობის წინა დღეს აცხობენ პურებს სახელად „ბოკელი“ და „ბასილა“ აქედან ერთი წმინდა ბასილის საპატივცემულოს კაცის გამოსახულებისაა. ასევე ოსებიც აცხობენ პურებს – ძროხის, ცხენი და ცხვარის ფიგურების სახით, რომელსაც წმინდა ბასილის საპატივცემულოდ „ბასილიკებს” ეძახიან.
.
აქვე აღწერილია ახალი წლის სცენა გურიაში, რომლის მიხედვით გურიაში ახალ წელს სხვაზე უფრო მდიდარი კაცი შედის სახლში ლანგარით ხელში, რომეზეც აწყვია პურები, მათ შორის წმინდა ბასილის ფიგურის პური, ასევე აწყვია ძვირფასეულობა, ხილი და ღორის თავი, რომელიც თითქოსდა იმას ნიშნავს, რომ ბასილი დიდმა მოკლა ღორი რომელიც ხალხს ანადგურებდა.
.
წყარო:
– Изслѣдованіе древней мозаической и фресковой живописи – Д. Айналова и Е. Рѣдина (Кіево-Софійскій Соборь 1889)
– Энциклопедический словарь Брокгауза и Ефрона 86 т.
.
– სატურნალია – მხატვარი ანტუან-ფრანსუა კალლე
შეიძლება იყოს 3 ადამიანი, ადამიანები სხედან and შენობაში გამოსახულება
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share