ორეგონის შტატში, ავტოგამტაცებელმა დამნაშავისთვის უჩვეულო სამოქალაქო პასუხისმგებლობა გამოიჩინა. მას შემდეგ, რაც მან მარკეტთან გაჩერებული ავტომობილი გაიტაცა, რომელიც დაქოქილი იყო და არც ჩაკეტილი არ იყო, აღმოაჩინა, რომ უკანა სავარძელზე 4 წლის ბავშვი იყო დატოვებული. ამ ფაქტმა ის იმდენად შეაშფოთა, რომ დაბრუნდა გატაცების ადგილზე, და მარკეტიდან გამოსულ და ისტერიკაში მყოფ მშობელს, რომელიც დედა აღმოჩნდა, პრიტენზიებით მივარდა და გამოლანძღა იმის გამო, თუ „როგორ უპასუხისმგებლოდ მოიქცა“ და თუ „რა დონის საშინელი დედაა“ ის. უფრო მეტიც, მან ბავშვის დედას პოლიციის გამოძახებითაც დაემუქრა.
ამის შემდგომ, გაღიზიანებულმა, მოაჯდა განატაცებ ავტომობილს და გაურკვეველი მიმართულებით გაუჩინარდა.
„მან მართლაც გამოლანძღა დედა იმის გამო, რომ ბავშვი დაქოქილ და ღია ავტომობილში დატოვა და პოლიციის გამოძახებითაც იმუქრებოდა. რაოდენ საოცარიც არ უნდა იყოს, ჩვენ მისი მადლიერები ვართ ბავშვის დაბრუნებისა და გარკვეული სამოქალაქო პასუხისმგებლობის გამოვლენის გამო“ – განაცხადა ქალაქ ბივერტონის პოლიციის წარმომადგენელმა.
თუმცა, დანაშაული დანაშაულია და პოლიცია დამნაშავეს გამალებული ეძებს, რომელიც პასუხს კანონის სრული სიმკაცრით აგებს.
ავტორი: ირაკლი სალუქვაძე