საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ამერიკის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის კიევში ვიზიტს სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს.
„რუსები ბირთვულ მანევრებს აწყობენ, რათა ბაიდენი არ ჩავიდეს კიევში, მაგრამ მე მას ძალიან კარგად ვიცნობ და ხომ ვთქვი 1 კვირის წინ, ჩავა – თქო. არასოდეს დამავიწყდება “კოპალას” აივანზე რომ ვსადილობდით, თავზე რუსი ბომბდამშენი დაფრინავდა და წარბი არ შეუხრია“. – წერს მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, დღეს ჯო ბაიდენი კიევში მოულოდნელად ჩავიდა.
უკრაინიდან გამგზავრებამდე ბაიდენმა პრეზიდენტის რეზიდენციაში, მარიინსკის სასახლეში სტუმრების წიგნში ჩანაწერი გააკეთა.
„ბატონო პრეზიდენტო, ჩემთვის დიდი პატივია, კვლავ ვწვეოდი კიევს უკრაინის თავისუფლებისმოყვარე ხალხის მიმართ სოლიდარობისა და მეგობრობის ნიშნად. გთხოვთ, მიიღოთ ჩემი ღრმა პატივისცემა თქვენი გამბედაობისა და ლიდერობის მიმართ. სლავა უკრაინა!“- წერს ბაიდენი.