გაერთიანებული ოპოზიციიდან მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის გურიაში მანუჩარ კვირკველიას მხარდამჭერთა შტაბის პრეზენტაციას გუშინ, ქალაქ ოზურგეთში, უამრავი ადამიანი დაესწრო, მათ შორის მანუჩარ კვირკველიას მეგობარი ცნობილი სპორტსმენები, რამაზ ნოზაძე ოზურგეთს მეუღლესთან, ხატია სიჭინავასთან ერთად ესტუმრა, ცნობილ სპორტსმენს “გურიის მოამბემ კომენტარი სთხოვა:
რამაზ ნოზაძე, ათენის ოლიმპიადის ვიცეჩემპიონი: მანუჩარი არის ჩემი ძმა. მან გადაწყვიტა და სადაც არ უნდა გადაწყვიტოს პოლიტიკური ძალა ეს თუ ის, რაც არ უნდა გადაწტვიტოს მაინც ყველაფერი გამოუვა. მაგარი ქვეყნის მოსიყვარულე ადამიანია და ამიტომაც ვუჭერ მხარს. მე ვფიქრობ, რომ ეს გადაწყვეტილება ადვილი არ იქნებოდა და ნაფიქრიც ექნებოდა ამაზე. დღევანდელი დღე მინდა მივულოცო, დღეს დაბადების დღე აქვს. რა გადაწყვეტილებაც მიიღო მანუჩარმა, ვუსურვებ წარმატებებს. ვნახოთ, 31-ში გამოჩნდება ვის აირჩევს ხალხი. ეს არჩევნები თავისუფალი არჩევნებია და მე მგონი ხალხს არ ეშინია. ხალხი თავის არჩევანს გააკეთებს.