გაერთიანებული ოპოზიციიდან მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის გურიაში მანუჩარ კვირკველიას მხარდამჭერთა შტაბის პრეზენტაციას გუშინ, ქალაქ ოზურგეთში, უამრავი ადამიანი დაესწრო, მათ შორის მანუჩარ კვირკველიას მეგობარი ცნობილი სპორტსმენები, რამაზ ნოზაძე ოზურგეთს მეუღლესთან, ხატია სიჭინავასთან ერთად ესტუმრა, ცნობილ სპორტსმენს “გურიის მოამბემ კომენტარი სთხოვა:
რამაზ ნოზაძე, ათენის ოლიმპიადის ვიცეჩემპიონი: მანუჩარი არის ჩემი ძმა. მან გადაწყვიტა და სადაც არ უნდა გადაწყვიტოს პოლიტიკური ძალა ეს თუ ის, რაც არ უნდა გადაწტვიტოს მაინც ყველაფერი გამოუვა. მაგარი ქვეყნის მოსიყვარულე ადამიანია და ამიტომაც ვუჭერ მხარს. მე ვფიქრობ, რომ ეს გადაწყვეტილება ადვილი არ იქნებოდა და ნაფიქრიც ექნებოდა ამაზე. დღევანდელი დღე მინდა მივულოცო, დღეს დაბადების დღე აქვს. რა გადაწყვეტილებაც მიიღო მანუჩარმა, ვუსურვებ წარმატებებს. ვნახოთ, 31-ში გამოჩნდება ვის აირჩევს ხალხი. ეს არჩევნები თავისუფალი არჩევნებია და მე მგონი ხალხს არ ეშინია. ხალხი თავის არჩევანს გააკეთებს.
მსგავსი სტატიები
- 61
საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო აქვეყნებს მოკვლევას არაფორმალური მმათველობის პრობლემასა და მისი შედეგების შესახებ. ორგანიზაციის შეფასებით, "ქართული ოცნების მმართველობის ორი ვადის გასვლის თავზე დაგროვილი მტკიცებულებები საკმარისია იმის სათქმელად, რომ კორუფციამ საქართველოში სახელმწიფოს მიტაცების ფორმა მიიღო დღეის მდგომარეობით, საქართველოს ხელისუფლების აღმასრულებელი შტო მთლიანად ერთი ადამიანის გავლენის ქვეშაა. აღმასრულებელ ხელისუფლებას გამოცლილი აქვს შეკავებისა და გაწონასწორების დემოკრატიული მექანიზმები, რაც განპირობებულია…
- 50
ქართული ოცნების ყოფილმა წევრმა, თამარ ჩუგოშვილმა ტვ პირველის ეთერში განაცხადა, რომ 31 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნები ქართული ოცნების მიერ ჩატარებული ყველაზე ცუდი არჩევნები იყო. "არჩევნებზე რაც შეგვიძლია დასკვნა გამოვიტანოთ პირველ რიგში არის ის, რომ ეს იყო ოცნების მიერ ჩატარებული ყველაზე ცუდი არჩევნები, ოცნების ხელისუფლებაში ჩატარებული ყველაზე ცუდი არჩევნები. რეალურად, ძალიან ცუდი რაღაცეები…
- 48
19 ნოემბერს რუმინეთის ქალაქ კლუჟში საქართველოს ჩემპიონ ქალთა საფეხბურთო გუნდი "ლანჩხუთი" რუმინეთის ჩემპიონ "კლუჟს" დაუპირისპირდა და ხატია ჭყონიას გატანილმა გოლმა გუნდს დიდი გამარჯვება მოუტანა. მანამდე ჩვენებმა ყაზახეთის ძლიერი გუნდი ანგარიშით 2:1 დაამარცხეს და იქაც ორივე გოლის ავტორი ხატია ჭყონია იყო. როგორც მწვრთნელი ამბობს, რუმინეთის გუნდთან ბრძოლა არ იყო ადვილი, მაგრამ გოგონებმა ეს…
- 47
ირმა გორდელაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ლიხაურში ცხოვრობს. ისტორიის და სამოქალაქო განათლების პედაგოგია. ყოველთვის აქტიური იყო და საკუთარი სოფლის ყველა საჭირბოროტო საკითხის მოგვარებაში იღებდა მონაწილეობას. ბუნებისდამცველი აქტივისტი მას შემდეგ გახდა, რაც მის სოფელში, მდინარე აჭის ხეობაში, ინერტული მასალის მოსაპოვებლად ერთ-ერთი კომპანია შევიდა და მდინარის კალაპოტს ტრაქტორები მიადგნენ. ირმა იყო ყველგან, დაიწყო…