სამოქალაქო აქტივისტი, გიგა მაქარაშვილი სოციალურ ქსელში აქვეყნებს უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლის, ჯამბულათ ხოფერიას პორტრეტს, რომელიც უკრაინელმა მხატვარმა დახატა.
“მოუშუშებელ ტკივილთა შორის ერთერთი, ჯაბა ხოფერიას ამბავიცაა…
უკრაინელ არტისტს, Olga Wilson-ს, რომელიც ომის მხატვარად იქცა, ვთხოვე ჩვენი გოლიათი ბიჭიც დაეხატა.
ნახატი დღეს დილით მივიღე. ზუსტად ისეთი დაუხატავს, როგორიც იყო.
გოლიათი, კეთილი ღიმილით და თვალებით.
არჩილ ხოფერია, მადლობა.
დიდება გმირებს”, – წერს მაქარაშვილი.