1897 წელს ხარკოვში ჩატარდა რუსეთის სასოფლო-სამეურნეო გამოფენა, რომელზეც გურიაც ყოფილა წარმოდგენილი, სოფელ ბახვიდან წარმოდგენილ აბრეშუმს და აბრეშუმის პარკს ბრინჯაოს მედალი აუღია.
.
ასევე წარმოდგენილი ყოფილა გოგიეთის სატყეო აგარაკიდან საგამოფენო მასალა. სასოფლო სამეურნეო გამოფენის აღწერიდან ირკვევა, რომ გოგიეთის სატყეო „დაჩა“ ეკუთვნოდა პრინც კონსტანტინე პეტრეს-ძე ოლდენბურგელს, სატყეო აგარაკის ფართობი გახლდათ 20 000 დესეტინა (1 დესეტინა= 1,0925 ჰა), საიდანაც 10 000 დესეტინა მაღალი ხეების ფოთლოვან ტყეს ეკავა, ხოლო დანარჩენი 10 000 წიწვოვანს. სატყეო მეურნეობა იწყებოდა ხინოს მთიდან, რომლის სამხრეთ კლთაზე გავრცელებული იყო: ზამთრის მუხა (Quercus sessiliflora sm.), წიფელი (Fagus sylvatika L.), რცხილა (Carpinus Betulis L.) წაბლი (Castanea veska Lamp.) და ა.შ..
.
სულ პრინცს გამოფენაზე წარმოუდგენია 57 ჯიშის ძვირფასი ხის და ბუჩქის საგამოფენო მასალა, რომლებიც დეტალურადაა აღწერილი და საკმაოდ ვრცელი ინფორმაციაა ამასთან დაკავშირებით. აქვე აღნიშნულია, რომ ოლდნბურგის მიერ წარმოდგენილი კოლექცია ყველაზე მრავალფეროვანი იყო. ასევე აღნიშნულია, რომ ურთხელი, ბზის, იელის, დაფნის და ლეღვის ბუჩქები მხოლოდ ოზურგეთის მაზრაში იზრდებოდა ისეთი დიამეტრის, რომ მათი გამოყენება შესაძლებელი იყო სხვადასხვა დანიშულებით.
.
ასევე გურიიდან წარდგენილი იყო სახელმწიფო სატყეო მეურნეობიდან იოსებ ატანასეს-ძე ქიქოძის მიერ (მეურნეობის მეტყევე) შემდეგი ძვირფასი ხის ჯიშების საგამოფენო მასალა:
– ურთხელი (წითელი ხე) (Taxus baccata L.) დიამეტრი 19,5 სანტიმეტრი ასაკი 93 წელი;
– ბზა (Buxus sempervirens L.) დიამეტრი 21 სანტიმეტრი ასაკი 140 წელი;
– ლაფანი (pterocarya caucasica C. A. M.) დიამეტრი 18,5 სანტიმეტრი ასაკი 18 წელი;
– ცხამაზი (Phillyraea medwedewi Sred.) დიამეტრი 19.25 სანტიმეტრი ასაკი 66 წელი;
.
თავად ერისთავის მიერ ჩოხატაურიდან წარმოდგენილი იყო ჩაი და თამბაქო, ასევე ვაშლის, მსხლის და კენკროვანის იშვიათი, ჯიშები რომლებიც გადაგზავნილი იქნა იმპერატორის ბაღში პეტერბურგში.
.
Описание Всероссийской сельскохозяйственной выставки в г. Харькове 1887 года – Н. К. Срединский (1890)
.
პრინცი კონსტანტინე ოლდენბურგელი
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა