გურიის მთავარი ეპიდემიოლოგის მეუღლეს კორონა დაუდასტურდა _ დაიკეტება თუ არა სერის საარჩევნო უბანი და #1 სკოლა

დაავადებათა კონტროლის გურიის რეგიონალური განყოფილების ხელმძღვანელის, არჩილ მჟავიას მეუღლეს კორონავირუსი დაუდასტურდა. კორონავირუსი, ასევე, დაუდასტურდა მის დედას და როგორც “გურიის მოამბემ” გაარკვია, ორივე მათგანი ამ წუთებში ქობულეთის სამედიცინო ცენტრში გადაყავთ.

რაც შეეხება არჩილ მჟავიას, იგი, მისივე ინფორმაციით თვითიზოლაციაში გადავა.

მჟავიას მეუღლე, მარინა ვაშალომიძე, ოზურგეთში, სერის საარჩევნო უბნის თავმჯდომარეა და ამ წუთებში, საოლქო კომისიაში ეპიდემიოლოგებთან კონსულტაციებს გადიან იმის გასარკვევად დაიკეტება თუ არა საარჩევნო უბანი.

აღსანიშნავია კიდევ ერთი დეტალი _ სერის საარჩევნო უბანი #1 საჯარო სკოლაშია განთავსებული და ამ დრომდე უცნობია განახლდება თუ არა სასწავლო პროცესი .

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share