“ესაა შემახსენებელი, რატომაა ღირებული დამოუკიდებელი საგამოძიებო ჟურნალისტიკისა და საგამოძიებო ორგანოების ქონა” – ასე ეხმაურება შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი ქოლ-ცენტრებისა და დავით კეზერაშვილის შესახებ BBC-ის ჟურნალისტურ გამოძიებას. ამის შესახებ მან „ნეტგაზეთთან“ ინტერვიუში ისაუბრა.
“არ მომცემია საშუალება, მომესმინა და წამეკითხა სრული ისტორია და დეტალების შესახებ ინფორმირებული არ ვარ. თუმცა, ისე ჟღერს, რომ ესაა მაგალითი და კიდევ ერთი შემახსენებელი, თუ რატომაა ღირებული დამოუკიდებელი, კომპეტენტური საგამოძიებო ჟურნალისტიკისა და დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანოების ქონა, რომლებიც შეისწავლიან მსგავს ბრალდებებს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რათა უზრუნველყონ ხალხის უფლებების დაცვა”, – განაცხადა კელი დეგნანმა.