დღეს დედაენის დღეა….14 აპრილს დედაენის დღე საქართველოში 1990 წლიდან აღინიშნება

45 წლის წინ, 1978 წლის 14 აპრილის 100 ათასამდე საქართველოს მოქალაქემ საბჭოთა ხელისუფლების გადაწყვეტილება, ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის გაუქმების შესახებ გააპროტესტა.

პარალელურად დემონსტრაცია ბათუმშიც გაიმართა, სადაც აქციის მონაწილეები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ქართული ენის სახელმწიფო ენად გამოცხადებას მოითხოვდნენ. კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. რადგან, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა.

მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა.

14 აპრილს დედაენის დღე საქართველოში 1990 წლიდან აღინიშნება.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share