კინორეჟისორი, გოგა ხაინდრავა ,ევროპარლამენტარ, რასა იუკნევიჩიენეს განცხადებას „ტვიტერის“ პირად გვერდზე ეხმაურება და წერს.
“გოვორიტ მოსკვა! გაიძახის საბჭოური ნოსტალგიის ექსტაზში გორბაჩოვის “ზა პერესტროკუ”-ს პარტიის აქტივისტი ლяკა ხოშტარიას თანამოაზრე ევროს პარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე! ურაა ტოვარიშჩი! ბანს აძლევენ ფარისეველი ევროსკოლეგები ლექსმანი პავილიონისი აუსტეროვიჩი”, – წერს ხაინდრავა.
ცნობისთვის, “Говорит Москва! (ლაპარაკობს მოსკოვი)”, – ასე გამოეხმაურა ევროპარლამენტარი, რასა იუკნევიჩიენე საქართველოს პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ ომის დაწყების ერთ-ერთი მიზეზი იყო უკრაინის განზრახვა, გამხდარიყო NATO-ს წევრი.