“გოვორიტ მოსკვა! ევროს პარლამენტარი  რასა იუკნევიჩიენე! ” – გოგა ხაინდრავა

კინორეჟისორი, გოგა ხაინდრავა ,ევროპარლამენტარ, რასა იუკნევიჩიენეს განცხადებას „ტვიტერის“ პირად გვერდზე ეხმაურება და წერს.

“გოვორიტ მოსკვა! გაიძახის საბჭოური ნოსტალგიის ექსტაზში გორბაჩოვის  “ზა პერესტროკუ”-ს პარტიის აქტივისტი ლяკა ხოშტარიას თანამოაზრე ევროს პარლამენტარი  რასა იუკნევიჩიენე!  ურაა ტოვარიშჩი! ბანს აძლევენ ფარისეველი ევროსკოლეგები ლექსმანი პავილიონისი აუსტეროვიჩი”, – წერს ხაინდრავა.

ცნობისთვის, “Говорит Москва! (ლაპარაკობს მოსკოვი)”, –  ასე გამოეხმაურა ევროპარლამენტარი, რასა იუკნევიჩიენე საქართველოს პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ ომის დაწყების ერთ-ერთი მიზეზი იყო უკრაინის განზრახვა, გამხდარიყო NATO-ს წევრი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share